საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2006
მიღების თარიღი მაისი 05, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 5 მაისის კომისიის N 27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 5 მაისის N 27 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ბ) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე (მომხს. ე. ასანიძე);
გ) შპს ”იბერიატელის” ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს ”იბერიატელსა” და შპს ”ტელენეტს” შორის ლიცენზიების გადაპირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) ინდმეწარმე ”კონსტანტინე ასათიანისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 5 მაისის N 27 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
