წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 185 / 14

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006

მიღების თარიღი მაისი 05, 2006

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/0348, 13.02.06; № UMS-50/0433, 20.02.06. და № UMS-50/0492, 28.02.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MAKHACHKALA – 94.9 MHz, GORA ZUBERKHA DAG – 105.9 MHz,  GORA DZHALGAN DAG – 106.0 MHz, K/Z BUDENNOGO ROST – 102.8 MHz, TBILISSKAYA KRAS – 70.52 MHz და BUDENNOVSK STAVR – 104.7 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MAKHACHKALA – 94.9 MHz, GORA ZUBERKHA DAG – 105.9 MHz,  GORA DZHALGAN DAG – 106.0 MHz, K/Z BUDENNOGO ROST – 102.8 MHz, TBILISSKAYA KRAS – 70.52 MHz და BUDENNOVSK STAVR – 104.7 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0348, 13.02.06; № UMS-50/0433, 20.02.06. და № UMS-50/0492, 28.02.06. წერილების დანართში  აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები