მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 187 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007

მიღების თარიღი მაისი 05, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 24 თებერვალს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N79/23 ”მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

  კომისიამ იმ პირებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურებას, მოითხოვა ბაზრის კვლევისათვის აუცილებელი შესაბამისი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა წარმოდგენილი ინფორმაციები არასრულყოფილი და არასაკმარისია.

კომისია აღნიშნავს, რომ კვლევის პროცესში ხორციელდება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პრივატიზების დასრულების პროცესი, რომლის დროსაც მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური არხების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე”.  აღნიშნული აქტივების გადაცემა თავის მხრივ იმოქმედებს მაგისტრალური არხების მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიების წილების თანაფარდობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია მომსახურების ამ სეგმენტის კვლევის გაგრძელება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

            გადაწყვიტა:

1. შეწყდეს მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება;

2. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტმა საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს წინადადება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                     

ზ.ნონიკაშვილი                                                                                                                                                                                

გ. ფრუიძე                                                                                                     

დ. პატარაია

                                                                                                                                                                                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები