შპს “იბერიატელის” №991 და №984 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და შპს “იბერიატელსა” და შპს “ტელენეტს” შორის ლიცენზიების გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006
მიღების თარიღი მაისი 05, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ტელენეტმა” (წერილი 6/383-06, 04.05.2006წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “იბერიატელთან” 2006 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება აქტივების გადაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შპს ”იბერიატელის” მიერ №991 და №984 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემას (დათმობას) შპს ”ტელენეტისთვის”. შპს ”ტელენეტი” ითხოვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის საფუძველზე უწყებრივ რეესტრში ცვლილებების შეტანას და სალიცენზიო მოწმობის გაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “იბერიატელი” ფლობს №991 და №984 ლიცენზიებს:
№991 ლიცენზია გაცემულია საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს მიერ 1999 წლის 22 ივლისს, მოქმედების ვადა 2009 წლის 17 ივნისამდე; ლიცენზია ითვალისწინებს მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 453-457,5 და 463-467,5 მჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით; კომისიის 2003 წლის 24 იანვრის №35/15 გადაწყვეტილებით შპს ”იბერიატელს” მიეცა ნუმერაციის რესურსით - 890 სარგებლობის ნებართვა №991 ლიცენზიის მოქმედების ვადით.
№984 ლიცენზია ითვალისწინებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს მიერ 22.07.99წ. მოქმედების ვადა 17.06.2009წ. ამავე ლიცენზიით შპს ”იბერიატელს” გამოეყო ნუმერაციის რესურსი - სასადგურო ინდექსები: ქ.თბილისში -26, კახეთის რეგიონში- 5.
კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის №467/7 გადაწყვეტილებით შპს “იბერიატელს” მიეცა ნებართვა №984 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე:
ა) ქუთაისი – 8231 10XXX;
ბ) წყალტუბო – 8240 50XXX;
გ) სამტრედია – 8211 50XXX;
დ) ვანი – 8232 50XXX;
ე) ბაღდათი – 8234 50XXX;
ვ) თერჯოლა – 8291 50XXX;
ზ) ზესტაფონი – 8292 30XXX;
თ) ტყიბული – 8297 50XXX;
ი) ჭიათურა – 8279 30XXX;
კ) საჩხერე – 8235 50XXX;
კომისიის 2002 წლის 4 იანვრის №3/7 გადაწყვეტილებით შპს “იბერიატელს” მიეცა ნებართვა №984 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე:
ა) ადიგენი - 8266 50XXX;
ბ) ქარელი - 8269 50XXX;
გ) კასპი - 8271 50XXX;
დ) თიანეთი - 8248 50XXX;
ე) ოზურგეთი- 8296 50XXX;
ვ) ხონი - 8295 50XXX;
ზ) ლანჩხუთი - 8210 50XXX;
თ) აბაშა - 8212 50XXX;
ი) სენაკი - 8213 50XXX;
კ) ფოთი - 8293 30XXX;
კომისიის 2002 წლის 2 აგვისტოს №283/7 გადაწყვეტილებით შპს “იბერიატელს” მიეცა ნებართვა №984 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე:
ა) ხობი - 8215 50XXX;
ბ) მარტვილი- 8218 50XXX;
გ) ჩხოროწყუ - 8217 50XXX;
დ) ზუგდიდი - 8215 30XXX;
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწიებს ლიცენზიას მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურების, აგრეთვე ადგილობრივი კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების შესახებ. აღნიშნულ კანონში, ისევე როგორც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის სარგებლობის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია.
ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით, აგრეთვე ავტორიზაციას.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს №991 ლიცენზის გაყოფა ორ ლიცენზიად: რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად; №984 ლიცენზიის მოდიფიცირება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად, რომელშიც აისახება ზემოთ აღნიშნული ნებართვებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიც; კომისია აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო სფეროში მომსახურება ლიცენზიას აღარ საჭიროებს და ექვემდებარება ავტომატურ ავტორიზაციას.
ამის შემდეგ კი, გადაპირების საფუძველზე, უნდა გაიცეს სალიცენზიო მოწმობები შპს “ტელენეტისთვის”.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს „რადიოსიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. №991 ლიცენზია გაყოფილ იქნეს ორ ლიცენზიად:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია;
ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია;
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი F 10 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 453-457,5 და 463-467,5 მჰც სიხშირული დიაპაზონი საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 ივნისამდე;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №991 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის,ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;
3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N14 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი 890 (რვა-ცხრა-ნული);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 ივნისამდე;
4. მოდიფიცირდეს №984 ლიცენზია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს ნომერი N 15 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი - სასადგურე ინდექსები:
ქ.თბილისი -26;
კახეთის რეგიონი- 5;
ქუთაისი – 8231 10XXX;
წყალტუბო – 8240 50XXX;
სამტრედია – 8211 50XXX;
ვანი – 8232 50XXX;
ბაღდათი – 8234 50XXX;
თერჯოლა – 8291 50XXX;
ზესტაფონი – 8292 30XXX;
ტყიბული – 8297 50XXX;
ჭიათურა – 8279 30XXX;
საჩხერე – 8235 50XXX;
ადიგენი - 8266 50XXX;
ქარელი - 8269 50XXX;
კასპი - 8271 50XXX;
თიანეთი - 8248 50XXX;
ოზურგეთი- 8296 50XXX;
ხონი - 8295 50XXX;
ლანჩხუთი - 8210 50XXX;
აბაშა - 8212 5 0XXX;
სენაკი - 8213 50XXX;
ფოთი - 8293 30XXX;
ხობი - 8215 50XXX;
მარტვილი- 8218 50XXX;
ჩხოროწყუ - 8217 50XXX;
ზუგდიდი - 8215 30XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 ივნისამდე;
5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F10-ს და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების № N14-ის და № N15-ის მფლობელად განისაზღვროს შპს “ტელენეტი”;
6. კომისია აცნობებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU) შპს ”იბერიატელისთვის” მინიჭებული MCC და MNC კოდების შპს ”ტელენეტისთვის” გადაცემის შესახებ;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
