წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 19 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 17, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) 2006 წლის 17 იანვარს განიხილა  შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  შორის არსებული სადავო საკითხები.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები: ნ.ჟღენტი,  ხ.ინჯია;

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელები:  თ.გოთუა, რ.მიგრიაული.

 კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები ერთ სადავო საკითხთნ დაკავშირებით, რომელიც შეეხება  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქუთაისის ფილიალის მიერ დაზიანებული ტელეფონების აღუდგენლობას და მაგისტრალური კაბელების გადაჭრას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების სრულად დადგენის მიზნით, საჭიროა დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ აუცილებლად მიიჩნია დავის განხილვის გადადება.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გადაიდოს შპს „ახალ ქსელებს“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2006 წლის 24 იანვარს 1600 საათზე;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  წევრები:                                  

დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები