“რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006
მიღების თარიღი მაისი 10, 2006
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესირსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე) დადგენილების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მომზადება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
5. “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 23 ივნისს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას პროექტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ .ქიტოშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
