წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 191 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2006

მიღების თარიღი მაისი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 20 აპრილის N164/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-მ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-ს მიერ არ არის წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი და  რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10%-ის  გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N164/10 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-ს ვადა 2006  წლის 18 მაისამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოსადგენად:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი  საფასურის 10%-ის  გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

2. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის წევრები:                                                          დ.პატარაია

                                                                                        გ.ფრუიძე

                                                                                        ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები