სს „ინფოჯორჯია XXI“-სა და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის მოსამზადებელად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი იანვარი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „ინფოჯორჯია XXI“-მ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის შესახებ.
კომისიამ 2006 წლის 10 იანვარს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა სს „ინფოჯორჯია XXI“-სა და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:
სს „ინფოჯორჯია XXI“-ის დირექტორი გ.ქოჩლაძე, წარმომადგენელი გ.წულაძე.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.
მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ განიხილა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დავის განხილვის დღის დანიშვნამდე სს „ინფოჯორჯია XXI“-ს უნდა მიეცეს ვადა თავისი მოთხოვნის დასაზუსტებლად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყოს სს „ინფოჯორჯია XXI“-მ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ დაზუსტებული მოთხოვნის წარმოდგენა კომისიისთვის 2006 წლის 17 იანვრამდე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები:
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
