წვდომის მენიუ

“შპს “მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 9 დეკემბრის N769/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 20 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 17, 2006

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს “მიკრომედია XXI”-მა (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბერს N06/4-1737 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული N7/353, 24.11.05), 2004 წლის 17 დეკემბერს კომისიის N695/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

      ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 11 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N20/22  “შპს “მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N695/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც შპს “მიკრომედია XXI”-ს მიენიჭა სიხშირული ზოლები: 12317-12905 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი; 11191-11667 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო; 10705-11293 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი შიდასაწარმოო დანიშნულებით ერთი წლის ვადით.

      “შპს “მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 9 დეკემბრის N769/13 გადაწყვეტილებაში, დაშვებული იქნა უზუსტობა, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული 2005 წლის 11 იანვარს, N20/22 გადაწყვეტილებით მიღებული ცვლილებები.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

      გადაწყვიტა:

1.        შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 9 დეკემბრის N 769/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს კომისიის 2005 წლის 11 იანრის  N20/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდეგი რედაქციით:

“1.მიენიჭოს  შპს “მიკრომედია XXI”-ს:  12317-12905 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი; 11191-11667 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო; 10705-11293 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი შიდასაწარმოო დანიშნულებით ერთი წლის ვადით.”

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე).           

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი                                                                

კომისიის წევრი                                                                 გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები