წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 200 / 14

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006

მიღების თარიღი მაისი 11, 2006

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/0633, 27.03.06; № UMS-50/00635, 27.03.06; № UMS-50/00636, 27.03.06. და № UMS-50/0718; 30.03.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე       (№ UMS-50/0633, 27.03.06; № UMS-50/00635, 27.03.06; № UMS-50/00636, 27.03.06. და № UMS-50/0718; 30.03.06. წერილების  დანართში აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები