საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 და 2006 წლის 24 მარტის N4 დადგენილებებში შესწორებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2006
მიღების თარიღი მაისი 19, 2006
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 და 2006 წლის 24 მარტის № 4 დადგენილებებში შესწორებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის № 1 და 2006 წლის 24 მარტის № 4 დადგენილებებში შესწორებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 16 ივნისს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2006 წლის 23 ივნისს 16 საათზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ .ქიტოშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
