წვდომის მენიუ

”საქართველოს კაბელური ტელექსელების” კავშირის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 204 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006

მიღების თარიღი მაისი 19, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 26 აპრილს კომისიას (№6/356-06) განცხადებით მიმართა “საქართველოს კაბელური ტელექსელების” კავშირმა, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ სხვადასხვა ტელეარხთან დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა  წარმოდგენილი ხელშეკრულებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

    კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი მართლაც შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას. კერძოდ,  კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები: № 02-გ, 29.04.2005 წ., შპს ვიასატთან” - მუხლი 2.2.; 2.3.; 2.4. და 3.2.;  № 16-გრ, 30.06.2005 წ., შპს არტ-მედიასთან” -  მუხლი 4, პ-ები: 4.1.; 4.1.1.; 4.1.2.; 4.2.; 4.3.; 4.4.; 4.5.; 4.6.; 4.7.; 4.8. და 4.9.;  შპს  “TV- 5 EUROPE”-თან -  მუხლი 7, პ-ბი: 7.1.; 7.2.; 7.3. და 7.4;  № ს 49/09, 30.09.2004 წ.,  “VIZA V”-სთან - მუხლი 4,  პ-ები: 4.1.; 4.2.; 4.3. და 4.4.  შეიცავს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის კონკურენტუნარიანობას.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე და 31-ე მუხლის თანახმად, კომისიამ       

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას ”საქართველოს კაბელური ტელექსელების” კავშირის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები: № 02-გ, 29.04.2005 წ., შპს ვიასატთან” - მუხლი 2.2.; 2.3.; 2.4. და 3.2.;  № 16-გრ, 30.06.2005 წ., შპს არტ-მედიასთან” -  მუხლი 4, პ-ები: 4.1.; 4.1.1.; 4.1.2.; 4.2.; 4.3.; 4.4.; 4.5.; 4.6.; 4.7.; 4.8. და 4.9.;  შპს  “TV- 5 EUROPE”-თან -  მუხლი 7, პ-ბი: 7.1.; 7.2.; 7.3. და 7.4;  № ს 49/09, 30.09.2004 წ.,  “VIZA V”-სთან - მუხლი 4,  პ-ები: 4.1.; 4.2.; 4.3. და 4.4.  ”საქართველოს კაბელური ტელექსელების” კავშირის კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

           კომისიის წევრები:                                         დ. პატარაია

                                                                                 გ. ფრუიძე

                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები