წვდომის მენიუ

შპს “ნიკა-95”-ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ერთი ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 205 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006

მიღების თარიღი მაისი 19, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 25 აპრილს კომისიას (№6/350-06) განცხადებით მიმართა შპს ”ნიკა-95”-მა, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ სხვადასხვა ტელეარხთან დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა  წარმოდგენილი ხელშეკრულებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ნიკა-95”-ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ერთი ნაწილი მართლაც შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას. კერძოდ,  კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები: შპს ”ნიკა-95”-სა და Animal planet Chanel-ს შორის, დადებული 2004 წელს -  მუხლები მე-6 და მე-7; შპს ”ნიკა-95”-სა და MTV NETWORKS EUROPE-ს შორის, დადებული 2004 წლის 1 ოქტომბერს -  სააბონენტო გადასახადის ნაწილი; შპს ”ნიკა-95”-სა და DISCOVERY CHANNEL-ს შორის, დადებული 2003 წლის 15 მარტს -  მუხლი მე-6,  შეიცავს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შპს ”ნიკა-95”-ის კონკურენტუნარიანობას.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე და 31-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას შპს ”ნიკა-95” ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები: შპს ”ნიკა-95”-სა და Animal planet Chanel-ს შორის, დადებული 2004 წელს -  მუხლები მე-6 და მე-7; შპს ”ნიკა-95”-სა და MTV NETWORKS EUROPE-ს შორის, დადებული 2004 წლის 1 ოქტომბერს -  სააბონენტო გადასახადის ნაწილი; შპს ”ნიკა-95”-სა და DISCOVERY CHANNEL- ს შორის, დადებული 2003 წლის 15 მარტს -  მუხლი მე-6,  შპს ”ნიკა-95”-ის კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

      კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

                 კომისიის წევრები:                                         დ. პატარაია

                                                                                       გ. ფრუიძე

                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები