წვდომის მენიუ

სს „სტანდარტ ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 206 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006

მიღების თარიღი მაისი 19, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ სს „სტანდარტ ბანკმა“ (რეგისტრირებულია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 23 ივნისის დადგენილებით N 5ა/5-71) კომისიას მიმართა განცხადებით (N 08, 07.04.06.) საქართველოს შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ქუთაისი დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტების, 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სს „სტანდარტ ბანკს“ ერთი წლის ვადით საქართველოს შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ქუთაისი ოპერატიული რადიოკავშირისთვის სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.   კომერციულ  საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს სს „სტანდარტ ბანკისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „სტანდარტ ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

          კომისიის   თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი         

            კომისიის წევრი                                                           დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები