წვდომის მენიუ

მიშელ მოშესთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 208 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006

მიღების თარიღი მაისი 19, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 24 მარტის N121/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მიშელ მოშემ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს:

1) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

2) სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გარდა ამისა, მის მიერ წარმოდგენილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი შედგენილია უცხო ენაზე და არ ახლავს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 24 მარტის N121/10 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა მიშელ მოშეს 2006  წლის 29 მაისამდე წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)  პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

2. უზრუნველყოს კომისიის ადმინისტრაციამ (ი.ხარებავა):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიშელ მოშესათვის გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                   დ.პატარაია

                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები