წვდომის მენიუ

შპს “ალფაკომსა” და შპს “ჯეოცნობარს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 209 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006

მიღების თარიღი მაისი 19, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართეს შპს “ალფაკომმა” და შპს ”ჯეოცნობარმა” (წერილი №6/420-06, 17.05.2006), რომლებმაც  კომისიას წარმოუდგინეს 2006 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემაზე და მოითხოვეს  შპს “ჯეოცნობარზე” შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N4 ლიცენზიის პირდაპირ სრულ გადაპირებას. შპს “ალფაკომი” ფლობს № N4 ლიცენზიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე, რომელიც მან მიიღო შპს ”აი-თი-კონსალტინგისგან” ლიცენზიის გადაპირების შედეგად (კომისიის გადაწყვეტილება №179/22, 28.04.2006 წ.).  № N4 ლიცენზია ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით – 0-8 (ნული-რვა) სარგებლობის უფლებას.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი სრული გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს “ჯეოცნობარისთვის”.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა

1. № N 4 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ჯეოცნობარი”;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

            კომისიის წევრები:                                       დ.პატარაია

                                                                                 გ.ფრუიძე

                                                                                 ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები