წვდომის მენიუ

შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 21 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 17, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ  შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის N 5ა/4-1323 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/371-05, 26.12.05) ქ. თბილისის  ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“  441.175 მგჰც და 446.225 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 კომისიის თავმჯდომარე                                                                                    დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები