წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 210 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006

მიღების თარიღი მაისი 23, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 20 აპრილის №164/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. განისაზღვრა:  აუქციონის  ჩატარების თარიღად - 2006 წლის 23 მაისის 13:00 საათი; რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა - 8 491 392 (რვა მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარით.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა სამმა პირმა: შპს „ჯეოსელი”, შპს ”ტელეკომინვესტი საქართველო” და ანჯიოლო ბელინიმ.

კომისია აღნიშნავს, რომ - შპს „ჯეოსელის”, შპს ”ტელეკომინვესტ საქართველოს”  და ანჯიოლო ბელინის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 23 მაისს კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს „ჯეოსელმა”, შპს ”ტელეკომინვესტ საქართველომ”  და ანჯიოლო ბელინიმ.

აუქციონის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (ოქმი №31).

აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 24 (ოცდაოთხი) ბიჯი, სულ 18,681,072 (თვრამეტი მილიონ ექვსას ოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი) ლარი დააფიქსირა შპს “ტელეკომინვესტი საქართველომ”.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 18,681,072 (თვრამეტი მილიონ ექვსას ოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი) ლარი;

2.  უზრუნველყოს შპს „ტელეკომინვესტი საქართველომ“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (5,604,321.6 (ხუთი მილიონ ექვსას ოთხი ათას სამას ოცდაერთი ლარი და 60 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 849,139,20 (რვაას ორმოცდაცხრა ათას ას ოცდაცხრამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი ანუ 4,755,182.40 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდაორი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 23 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (13,076,750.4 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „ტელეკომინვესტი საქართველოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „ტელეკომინვესტი საქართველოს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

5. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შპს “ტელეკომინვესტი საქართველოს” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (849,139,20 (რვაას ორმოცდაცხრა ათას ას ოცდაცხრამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი)  თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ. პატარაია

                                                                                    გ. ფრუიძე

                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები