საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006
მიღების თარიღი მაისი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 24 მაისის კომისიის N 32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 24 მაისის N 32 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ”მობიტელის” № F 5 ლიცენზიაში ცვლილების შეტანისა და შპს ”მობიტელსა” და ”ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ს შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ბ) საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) კომისიის 2005 წლის წლიური ანგარიშის განხილვის შესახებ (მომხს. ა. მიქელაძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 24 მაისის N 32 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
