შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006
მიღების თარიღი მაისი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ჯორჯია სექიურითმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N 5ა/4-3390 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 2/64, 03.05.06.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “ჯორჯია სექიურითის” საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს მოქალაქეთა სიცოცხლის, მათი მატერიალური ქონების დაცვა და ამ მიზნით დაცვის ტექნიკური სისტემების მონტაჟი და ექსპლოატაცია. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ჯორჯია სექიურითს” 150.550 მგჰც, 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
