შპს “მობიტელის” N F 5 ლიცენზიის ცვლილებისა დაშპს “მობიტელსა” და “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ს შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006
მიღების თარიღი მაისი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “მობიტელმა” (წერილი №3, 22.05.06 წ.) და “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-მა (წერილი №6/424-06, 23.05.2006 წ.), რომლებმაც კომისიას წარმოუდგინეს 2006 წლის 21 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ”. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ”მობიტელი” გადასცემს რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილით 827.955-831.645 მჰც; 872.955-876.645 მჰც სარგებლობის უფლებას “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ს პირდაპირი გადაპირების წესით.
შპს “მობიტელი” (წერილი №3, 22.05.06 წ.) და “ასპენვუდ გრუფ კორპ”-ი ითხოვს შპს ”მობიტელის” ლიცენზიაში ცვლილების შეტანას და “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ისთვის ლიცენზიის გაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მობიტელი” ფლობს № F 5 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 827.955-831.645 მჰც; 872.955-876.645 მჰც; 1775.2-1780.2 მჰც; 1870.2-1875.2 მჰც რადიოსიხშირული დაიაპაზონით სარგებლობის უფლებას.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს № F 5 ლიცენზიიდან 827.955-831.645 მჰც; 872.955-876.645 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გამოყოფა ცალკე ლიცენზიად და სალიცენზიო მოწმობის გაცემა “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ისთვის .
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. № F 5ლიცენზიას გამოეყოს 827.955-831.645 მგჰც; 872.955-876.645 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს ნომერი F11 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827.955-831.645 მჰც; 872.955-876.645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2006 წლის 16 დეკემბრამდე;
დ) მომსახურების განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში (არანაკლებ ერთი გადამცემით) 2008 წლის 16 დეკემბრამდე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F 11-ს მფლობელად განისაზღვროს “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ი;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი