საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2006
მიღების თარიღი მაისი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” 1999 წლის 23 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად კომისია გასცემდა ლიცენზიებს კოდის გამოყენებით საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული სახის ლიცენზიას. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის რესურსით სარგებლობის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს კოდის გამოყენებით საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ლიცენზიების მოდიფიცირება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებად.
კომისია აღნიშნავს, რომ კოდის გამოყენებით საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიას, რომელიც ამავე დროს ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას, ფლობენ:
1. სს “გლობალ ერთი” ფლობს №586 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 08.05.1998 წელს, კომისიის 2001 წლის 30 მარტის №149/2 გადაწყვეტილებით ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2011 წლის 30 მარტამდე. სს “გლობალ ერთი” აღნიშნული ლიცენზიის დანართით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-8 (რვა-ერთი-რვა);
2. შპს “ინფოტელი” ფლობს №728 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 10.08.1998 წელს, კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს №379/6 გადაწყვეტილებით ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 29 ივლისამდე. შპს “ინფოტელი” აღნიშნული ლიცენზიის დანართით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-9 (რვა-ერთი-ცხრა);
3. შპს “კავკასიის ციფრული ქსელი CDN” ფლობს №829 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 21.01.1999 წელს, ლიცენზიას მოქმედების ვადაა 2008 წლის 30 დეკემბრამდე. შპს “კავკასიის ციფრული ქსელი CDN” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-6 (რვა-ექვსი-ექვსი);
4. შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები” ფლობს №843 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 18.02.1999 წელს, კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილებით ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2014 წლის 12 თებერვლამდე. შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი);
5. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ფლობს №849 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 12.02.1999 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2009 წლის 12 თებერვლამდე. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნული ლიცენზიის დანართით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-6 (რვა-ერთი-ექვსი);
6. შპს “საქართველოს ტელეკომი” ფლობს №15 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 19.04.1994 წელს, კომისიის 2004 წლის 16 ივლისის №351/6 გადაწყვეტილებით ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2014 წლის 29 აპრილამდე. შპს “საქართველოს ტელეკომი” აღნიშნული ლიცენზიის დანართით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-0 (რვა-ერთი-ნული) და 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი) ხელით მომსახურების სერვისისთვის;
7. სს “ეგრისი” ფლობს №345 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 01.10.1997 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2007 წლის 1 ოქტომბრამდე. სს “ეგრისი” აღნიშნული ლიცენზიის დანართით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-1 (რვა-ერთი-ერთი), 8-1-2 (რვა-ერთი-ორი), 8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი) და 8-6-5 (რვა- ექვსი-ხუთი);
8. შპს “საქტელკომ პლიუსი” ფლობს №878 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 23.02.1999 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2009 წლის 23 თებერვლამდე. შპს “საქტელკომ პლიუსი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-5 (რვა-ერთი-ხუთი);
9. შპს “ჯეოსელი” ფლობს №1191 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 27.09.1999 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2009 წლის 17 სექტემბრამდე. შპს “ჯეოსელი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-2 (რვა-ექვსი-ორი);
10. შპს “მაკროკომი” ფლობს №1386 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2004 წლის 12 მარტის №103/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიას მოქმედების ვადაა 2014 წლის 12 მარტამდე. შპს “მაკროკომი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-1-3 (რვა-ერთი-სამი);
11. შპს “ჯორჯია ონლაინი” ფლობს №1301 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2002 წლის 22 იანვრის №31/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2012 წლის 22 იანვრამდე. შპს “ჯორჯია ონლაინს” აღნიშნული ლიცენზიით გამოეყო ნუმერაციის რესურსი 8-6-5 (რვა-ექვსი-ხუთი), ხოლო კომისიის 2002 წლის 7 ივნისიის №218/1 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2001 წლის 11 მაისის N286/11 და 2002 წლის 22 იანვრის N31/1 გადაწყვეტილებებში, რის შემდგომაც ნუმერაციის რესურსი 8-6-5 (რვა-ექვსი- ხუთი) მიენიჭა სს “ეგრისს”, ხოლო 8-0-7 (რვა-ნული-შვიდი) – შპს “ჯორჯია ონლაინს”;
12. შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ფლობს №1283 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2001 წლის 14 სექტემბრის №426/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2011 წლის 14 სექტემბრამდე. შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-4 (რვა-ექვსი-ოთხი);
13. შპს “სერვისი” ფლობს №1434 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2014 წლის 12 ნოემბრამდე. შპს “სერვისი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-9 (რვა-ექვსი-ცხრა);
14. შპს “ჯეონეთი” ფლობს №1362 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2003 წლის 4 ივლისის №323/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2013 წლის 4 ივლისამდე. შპს “ჯეონეთი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-0 (რვა-ექვსი-ნული);
15. შპს “შავი ზღვის ტელეკომი” ფლობს №1456 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2005 წლის 11 მარტის №140/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2015 წლის 11 მარტამდე. შპს “შავი ზღვის ტელეკომი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-3 (რვა-ექვსი-სამი);
16. შპს “მაქსტელი” ფლობს №1376 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია შპს “ულტრაკომუნიკაციებზე” კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის №521/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2013 წლის 10 ოქტომბრამდე. აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა) სარგებლობის უფლებას;
შპს “ულტრაკომუნიკაციებმა” მიმართა კომისიას (წერილი № 064, 07.11.2005წ.) და წარმოადგინა ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება № 890/006-5/4-1928-შპს, 25.10.2005წ., რომლის მიხედვით საზოგადოების რეორგანიზაციის (ნატურით გამოყოფის) საფუძველზე გამოეყო საწარმოო ერთეულები, მათ შორის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით მომსახურება, ლიცენზია №1376, რომლის მფლობელი გახდა შპს “მაქსტელი” (რეგისტრირებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 მაისს, რეგისტრაციის № 5/4-3952 ). აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შევიდა კომისიის უწყებრივ რეესტრში და №1376 ლიცენზიის მფლობელად რეგისტრირებულია შპს “მაქსტელი.”
17. შპს “ჯეოტელი” ფლობს №1332 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2002 წლის 22 ნოემბრის №458/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2012 წლის 22 ნოემბრამდე. შპს “ჯეოტელი” აღნიშნული ლიცენზიით ფლობს ნუმერაციის რესურსს 8-6-7 (რვა-ექვსი-შვიდი);
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს სს “გლობალ ერთის” №586 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 16 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-8 (რვა-ერთი-რვა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 30 მარტამდე;
2. მოდიფიცირდეს შპს “ინფოტელის” №728 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 17 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-9 (რვა-ერთი-ცხრა);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს №379/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 29 ივლისამდე;
3. მოდიფიცირდეს შპს “კავკასიის ციფრული ქსელი CDN”-ის №829 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 18 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-6 (რვა-ექვსი-ექვსი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2008 წლის 30 დეკემბრამდე;
4. მოდიფიცირდეს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციების” №843 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 19 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვლამდე;
5. მოდიფიცირდეს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №849 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 20 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-6 (რვა-ერთი-ექვსი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2009 წლის 12 თებერვლამდე;
6. მოდიფიცირდეს შპს “საქართველოს ტელეკომის” №15 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 21 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-0 (რვა-ერთი-ნული) და 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 16 ივლისის №351/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 29 აპრილამდე;
7. მოდიფიცირდეს სს “ეგრისის” №345 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 22 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-1 (რვა-ერთი-ერთი), 8-1-2 (რვა-ერთი-ორი), 8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი) და 8-6-5 (რვა- ექვსი-ხუთი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2007 წლის 1 ოქტომბრამდე;
8. მოდიფიცირდეს შპს “საქტელკომ პლიუსის” №878 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 23 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-5 (რვა-ერთი-ხუთი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2009 წლის 23 თებერვლამდე;
9. მოდიფიცირდეს შპს “ჯეოსელის” №1191 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 24 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-2 (რვა-ექვსი-ორი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2009 წლის 17 სექტემბრამდე;
10. მოდიფიცირდეს შპს “მაკროკომის” №1386 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 25 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-3 (რვა-ერთი-სამი);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 12 მარტის №103/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 მარტამდე;
11. მოდიფიცირდეს შპს “ჯორჯია ონლაინის” №1301 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 26 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-0-7 (რვა-ნული-შვიდი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 22 იანვრამდე;
12. მოდიფიცირდეს შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” №1283 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 27 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-4 (რვა-ექვსი-ოთხი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე;
13. მოდიფიცირდეს შპს “სერვისის” №1434 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 28 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-9 (რვა-ექვსი-ცხრა);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 ნოემბრამდე;
14. მოდიფიცირდეს შპს “ჯეონეთის” №1362 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 29 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-0 (რვა-ექვსი-ნული);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 4 ივლისის №323/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 4 ივლისამდე;
15. მოდიფიცირდეს შპს “შავი ზღვის ტელეკომის” №1456 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 30 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-3 (რვა-ექვსი-სამი);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2005 წლის 11 მარტის №140/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 11 მარტამდე;
16. მოდიფიცირდეს შპს “მაქსტელის” №1376 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 31 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის №521/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 10 ოქტომბრამდე;
17. მოდიფიცირდეს შპს “ჯეოტელის” №1332 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 32 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-7 (რვა-ექვსი-შვიდი);
ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2002 წლის 22 ნოემბრის №458/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 22 ნოემბრამდე;
18. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
19. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
20. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
