საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშისა და ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006
მიღების თარიღი მაისი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, საჯაროდ განიხილა კომისიის 2005 წლის საქმიანობის ანგარიში, და
გადაწყვიტა:
1. მოწონებულ იქნეს კომისიის აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში;
2. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მ/წლის 1 ივნისამდე გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია) კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პოლიგრაფიული სახით გამოცემის ორგანიზება;
4. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები”;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
