წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 221 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2006

მიღების თარიღი ივნისი 02, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 24 მარტის №121/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად.  აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა-  2006 წლის 2 ივნისის 13:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

- ქ. თბილისში 175XXX-177XXX (3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - შპს ”მაგთიკომმა”;

- ქ. ქუთაისში 11XXX-14XXX (4000 სააბონენტო ნომერი), ქ. სამტრედიაში 3XXXX (10000 სააბონენტო ნომერი), ქ. ზესტაფონში 4XXXX (10000 სააბონენტო ნომერი), ქ. ფოთში 40XXX-44XXX (5000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად - შპს ”ახალმა ქსელებმა”;

- ქ. ბოლნისში 30XXX-31XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - შპს ”ფოპტნეტმა”;

- ქ. თბილისში 178XXX-179XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად -  შპს ”მოსემ” და შპს ”მაგთიკომმა”;

- ქ. ბათუმში 10XXX-14XXX (5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს ”ვემატელმა” და შპს ”ორბელმა”.

 კომისია აღნიშნავს, რომ - შპს ”მოსეს”, შპს ”მაგთიკომის”, შპს ”ორბელის”, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ფოპტნეტის” და შპს ”ვემატელის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2006 წლის 2 ივნისის კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში 175XXX-177XXX (3000 სააბონენტო ნომერი), ქ. ქუთაისში 11XXX-14XXX (4000 სააბონენტო ნომერი), ქ. სამტრედიაში 3XXXX (10000 სააბონენტო ნომერი), ქ.ზესტაფონში 4XXXX (10000 სააბონენტო ნომერი), ქ. ფოთში 40XXX-44XXX (5000 სააბონენტო ნომერი), ქ. ბოლნისში 30XXX-31XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

1. ქ. თბილისში 175XXX-177XXX (3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელმა  საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  4,725.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

2.  ქ. ქუთაისში 11XXX-14XXX (4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის 6,300.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

3. ქ. სამტრედიაში 3XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად 15,750.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა;

4. ქ. ზესტაფონში 4XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის 15,750.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

5. ქ. ფოთში 40XXX-44XXX (5000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის 7,875.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

6. ქ. ბოლნისში 30XXX-31XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე შპს ”ფოპტნეტის” წარმომადგენელმა საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის 3,150.00 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

7. ქ. თბილისში 178XXX-179XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (ოქმი №33), რომლის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 6 (ექვსი) ბიჯი, სულ 3,900.00 (სამი ათას ცხრაასი) ლარი დააფიქსირა შპს “მოსემ”.

8. ქ. ბათუმში 10XXX-14XXX ( 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (ოქმი №33), რომლის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი) ბიჯი, სულ 43,875.00 (ორმოცდასამი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი დააფიქსირა შპს “ვემატელმა”.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.         ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მაგთიკომი”  ქ. თბილისში 175XXX-177XXX (3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი.

ბ) უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1,417.50 (ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და 50 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 50 თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

2.         ა)  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი ქსელები”   ქ. ქუთაისში 11XXX-14XXX  (4000 სააბონენტო ნომერი), ქ. სამტრედიაში 3XXXX (10000 სააბონენტო ნომერი), ქ. ზესტაფონში 4XXXX (10000 სააბონენტო ნომერი), ქ. ფოთში 40XXX-44XXX (5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 45,675.00 (ორმოცდახუთი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

ბ) უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (13,702.50 (ცამეტი ათას შვიდას ორი ლარი და 50 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,700.00 (ორი ათას შვიდასი ლარი) ანუ 11,002.50 (თერთმეტი ათას ორი ლარი და 50 თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (31,972.50 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

3.         ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ფოპტნეტი” ქ. ბოლნისში 30XXX-31XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,150.00 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) უზრუნველყოს შპს ”ფოპტნეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (945.0 ცხრაას ორმოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარი ანუ 645.00 (ექვსას ორმოცდახუთი ლარი) ლარის გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,205.00 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4.         ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მოსე”  ქ. თბილისში 178XXX-179XXX (2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,900 (სამი ათას ცხრაასი) ლარი.

ბ) უზრუნველყოს შპს ”მოსემ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1,170.00 ერთი ათას ას სამოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარი ანუ 870.00 (რვაას სამოცდაათი ლარი) ლარის გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,730.00 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

5.         ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვემატელი”  ქ. ბათუმში 10XXX-14XXX ( 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 43,875.00 (ორმოცდასამი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

ბ) უზრუნველყოს შპს ”ვემატელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (13,162.50 (ცამეტი ათას ას სამოცდაორი ლარი და 50 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 750.00 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი ანუ 12,412.50 (თორმეტი ათას ოთხას თორმეტი  ლარი და 50 თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ქ. ბათუმი) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300693018;

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,712.50 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.         აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

7.         დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

8.         დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

9.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                   გ. ფრუიძე

                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები