სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული რიგი აუქციონიების ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 24 მარტის N121/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 2 ივნისს 13:00 საათი.
ქ. საგარეჯოში, ქ. გორში, ქ.ვანში, ქ. წყალტუბოში, ქ. თერჯოლაში, ქ. ბაღდათში, ქ. კასპში, ქ. გურჯაანში, ქ. მარნეულში, ქ. დუშეთში, ქ. ქარელში, ქ. მცხეთაში და ქ. დმანისში სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებით არცერთ ლიცენზიის მაძიებელს არ მოუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს ქ. საგარეჯოში, ქ. გორში, ქ.ვანში, ქ. წყალტუბოში, ქ. თერჯოლაში, ქ. ბაღდათში, ქ. კასპში, ქ. გურჯაანში, ქ. მარნეულში, ქ. დუშეთში, ქ. ქარელში, ქ. მცხეთაში და ქ. დმანისში სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზისს მისაღებად კომისიის მიერ 2006 წლის 24 მარტის N121/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონები:
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
