მიშელ მოშეს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
კომისიის 2006 წლის 19 მაისის №208/22 გადაწყვეტილებით მიშელ მოშეს მიეცა ვადა 2006 წლის 29 მაისამდე, რათა წარმოედგინა შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
კომისია აღნიშნავს, რომ მიშელ მოშეს ზემოაღნიშნულ ვადაში დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მისი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 19 მაისის №208/22 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი მიშელ მოშეს განცხადება;
2. უზრუნველყოს კომისიის ადმინისტრაციამ (ი.ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიშელ მოშესათვის გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში
4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
