საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 2 ივნისის კომისიის N 35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 2 ივნისის N 35 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:
ა) შპს ”არგოტექსისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ბ) შპს ”სტერეო+”-ისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) შპს ”დელტანეტისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიი მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ე) ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ვ) შპს ”ალაფი აგროსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 2 ივნისის N 35 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
