შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „პირველმა სტერეომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (N 8, 27.04.06) ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების შესახებ.
კომისის აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეო” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს N 1375 ლიცენზიის პირობების შესაბამისად 10 სატელევიზიო გადამცემის მეშვეობით და ამჟამად რადიოსარელეო ხაზის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე იყენებს: საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა) - 2390 მჰც; საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის ჩათვლით) - 2310 მჰც; საქართველოს ტერიტორიაზე (თბილისის ჩათვლით) - 2270 მჰც; საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის ჩათვლით) - 1310 მჰც და ქ.თბილისში - 1005 მჰც სიხშირეებს. აღნიშნული სიხშირეები გამოიყენება სატელევიზიო გადამცემებამდე სამაუწყებლი სიგნალის მისაწოდებლად და რადიოსარელეო მაგისტრალურ სადგურებს შორის კავშირისთვის ერთი მიმართულებით, ხოლო განშტოების წერტილებისთვის, რადიალურ სექტორებში სხვადასხვა აზიმუტებით.
სიხშირეები განსაზღვრულია რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
“ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „პირველ სტერეოს” სიხშირეები, საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, N 375 ლიცენზიის მოქმედების ვადით (03.10.2013) ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა) – 2390 ± 8 მჰც (რადიალურ სექტორებში);
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის ჩათვლით) – 2310 ± 8 მჰც;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე (თბილისის ჩათვლით) – 2270 ±14 მჰც;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის ჩათვლით) – 1310 ± 27 მჰც (რადიალურ სექტორებში);
ე) ქ.თბილისში – 1005 ±14 მჰც (რადიალურ სექტორებში);
2. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია „პირველმა სტერეომ” ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში განსაზღვრული სიხშირეების, რადიოსარელეო ხაზის მონაკვეთებზე მონაცვლებითი გამოყენების წესის კომისიაში წარმოდგენა, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში;
3. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
