შპს „არგოტექსი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 25 აპრილის №167/10 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით 1920-1935 მგჰც, 2110-2125 მგჰც, 1910-1915 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არგოტექსი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „არგოტექსს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
შპს „არგოტექსმა“ 2006 წლის 24 მაისს კომისიას მიმართა წერილით, რომ მის მიერ გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 30% - 5,986,434.6 (ხუთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 849,145.00 (რვაას ორმოცდაცხრა ათას ას ორმოცდახუთი) ლარი ანუ 5,137,289.6 (ხუთი მილიონ ას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდაცხრა ლარი და 60 თეთრი) ლარი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F12 ლიცენზია შპს “არგოტექსს” მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 1920-1935 მგჰც, 2110-2125 მგჰც, 1910-1915 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით ;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 13,968,347.4 ლარის (ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას სამას ორმოცდაშვიდი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 13.968.347,4 (ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას სამას ორმოცდაშვიდი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1,164,028. 95 ლარი - 2006 წლის 2 ივლისამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2006 წლის 2 აგვისტომდე;
1,164,028. 95 ლარი - 2006 წლის 2 სექტემბრამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2006 წლის 2 ოქტომბრამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2006 წლის 2 ნოემბრამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2006 წლის 2 დეკემბრამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2007 წლის 2 იანვრამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2007 წლის 2 თებერვლამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2007 წლის 2 მარტამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2007 წლის 2 აპრილამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2007 წლის 2 მაისამდე;
1,164,028. 95 ლარი - 2007 წლის 2 ივნისამდე;
4. უზრუნველყოს შპს ”არგოტექსმა”:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
3. ამ გადაწყვეტილების მიზნებისათვის საქართველოს რეგიონები განისაზღვრება:
ა) რეგიონი 1: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
ბ) რეგიონი 2: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
გ) რეგიონი 3: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
დ) რეგიონი 4: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;
ე) რეგიონი 5: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;
ვ) რეგიონი 6: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
ზ) რეგიონი 7: ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
თ) რეგიონი 8: ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები;
ი) რეგიონი 9: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
კ) რეგიონი 10: ქ. თბილისი.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
