შპს “სტერეო +”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) მიმართა შპს “სტერეო +”-მა კომისიის №562/13, 05.08.05 გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული რადიოსიხშირის (71 მჰც) კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით დამაგრების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, მინიჭებული აქვს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირების სინქრონიზაციისთვის 71.0 მჰც სიხშირე კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №562/13 გადაწყვეტილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +” -ს გადახდილი აქვს სალიცენზიო მოსაკრებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისას მიაჩნია, რომ შპს “სტერეო+”-ს უნდა მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძვალზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F 13 შპს “სტერეო +”-ს 71.0 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ±3 მჰც ფიქსირებული და მოძრავი რადიოსარელეო კომუნიკაციისთვის საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
