წვდომის მენიუ

შპს “დელტანეტისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 236 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006

მიღების თარიღი ივნისი 02, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) მიმართა შპს “დელტანეტმა”-მა (№7/375-05, 29.12.2005წ.) კომისიის №23/13, 14.01.05წ. გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული რადიოსიხშირის (5945.200 მგჰც, 6093.450 მგჰც, 6197.240 მგჰც და 6345.490 მგჰც) სარგებლობის ვადის გაგრძელების  შესახებ.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი ავტორიზებული პირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭებას არ ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს (მუხლი 64, პუნქტი 10.).

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დელტანეტის” მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისას მიაჩნია, რომ შპს “დელტანეტს” უნდა მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით - 2016 წლის 14 იანვრამდე.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძვალზე, კომისიამ

          გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F 14 შპს “დელტანეტს” 5945.200 მგჰც, 6093.450 მგჰც, 6197.240 მგჰც და 6345.490 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო კავშირისთვის ქ.თბილისი (ჭავჭავაძის გამზ.10) - ქ.ახალციხე (ელექტროკავშირის კვანძის შენობა) 2016 წლის 14 იანვრამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

                        კომისიის წევრები:                                                    გ.ფრუიძე

                                                                                                         ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები