ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” 1999 წლის 23 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად კომისია გასცემდა ლიცენზიებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული სახის ლიცენზიას. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში, ისევე როგორც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის სარგებლობის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ლიცენზიების მოდიფიცირება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებად.
კომისია აღნიშნავს, რომ ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიას, რომელიც ამავე დროს ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას, ფლობენ:
1. შპს “აჭარის ელექტროკავშირი” ლიცენზია №1449, მოქმედების ვადა 28.01.2015. ლიცენზია გაიცა კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით მიეცა სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყენების ნებართვა ლიცენზიის მოქმედების ვადით
ა) ქ.ბათუმში 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 6XXXX, 7XXXX, 9XXXX;
ბ) ქობულეთის რაიონში 6XXXX,
გ) ხულოს რაიონში 7XXXX;
დ) ქედის რაიონში 5XXXX;
ე) ხელვაჩაურის რაიონში 4XXXX;
ვ) შუახევის რაიონში 6XXXX.
2. შპს “ახალი ქსელები” ფლობს №168 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 21.08.96წ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 21.08.2006წ. კომისიის 2001 წლის 3 აგვისტოს №393/7 გადაწყვეტილებით განესაზღვრა ნუმერაციის რესურსით - სატელეფონო ინდექსების 21, 24, 32, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69 გამოყენების უფლება № 168 ლიცენზიის მოქმედების ვადით. კომისიის 2002 წლის 10 მაისის №175/7 გადაწყვეტილებით მიღებული იქნა ცნობად შპს “ახლი ქსელების” განაცხადი ნუმერაციის რესურსის გამოუყენებელი ნაწილის კომისიისთვის გადაცემის შესახებ და შპს “ახალ ქსელებს” №168 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად განესაზღვრა ინდექსები 21, 245XXX -249XXX , 32, 45, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69. კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის №692/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა №175/7 გადაწყვეტილებაში და შპს „ახალ ქსელებს” N168 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად განესაზღვრა ინდექსები: 21, 245XXX-249XXX, 32, 33, 455XXX-459XXX, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69;
3. შპს “ახტელი” ფლობს №321 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 25.08.97 წ. ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა კომისიის 2003 წლის 19 დეკემბრის №637/6 გადაწყვეტილებით - 01.08.2013წ. კომისიის 2001 წლის 3 აგვისტოს №392/7 გადაწყვეტილებით განესაზღვრა ნუმერაციის რესურსით - სატელეფონო ინდექსების 27, 28, 70, 75, 76, 77 და 79 გამოყენების უფლება ლიცენზიის მოქმედების ვადით;
4. სს “გლობალ ერთი” ფლობს №1341 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2003 წლის 14 თებერვლის №54/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 2013 წლის 14 თებერვლამდე. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 436XXX-439XXX ქ. თბილისში;
5. შპს “ვანექსი” ფლობს №1286 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2001 წლის 9 ნოემბრის №491/7 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 2011 წლის 9 ნოემბრამდე; ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი ქ.თბილისში 43; კომისიის 2002 წლის 10 მაისის №174/7 გადაწყვეტილებით შპს „ვანექსს” № 1286 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად განესაზღვრა ინდექსი 240XXX-244XXX, 430XXX-435XXX;
6. შპს “ინფოტელი” ფლობს № 1344 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2003 წლის 18 აპრილის №170/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 18.04.2013წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 190XXX-191XXX ქ. თბილისში;
7. სს “ინფოჯორჯია XXI” ფლობს №1361 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №295/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 4.07.2013წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 490XXX-491XXX და 150XXX-151XXX ქ. თბილისში;
8. შპს “კავკასიის ციფრული ქსელი CDN” ფლობს №1278 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2001 წლის 20 ივლისის №371/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 20.07.2011წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 55 ქ. თბილისში;
9. შპს “კავკასუს ნეტვორკი” ფლობს № 1324 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2002 წლის 9 აგვისტოს №297/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 9.08.2012წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 480XXX-484XXX ქ. თბილისში;
10. შპს “კაჭრეთის ახალი ქსელები” ფლობს №1350 ლიცენზიას, გაცემულია კომისიის 2003 წლის 16 მაისს №202/1 გადაწყვეტილებით. მოქმედების ვადა 2013 წლის 16 მაისამდე. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო ნუმერაციის რესურსი 44XXX გურჯაანის რაიონის სოფ. კაჭრეთში;
11. შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები” ფლობს №1395 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2004 წლის 23 აპრილის №189/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 23.04.2014წ. ამავე გადაწყვეტილებით მიეცა სასადგურო ინდექსი 425XXX-426XXX გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ლიცენზიის მოქმედების ვადით;
12. შპს “მაგთიკომი” ფლობს №1472 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2005 წლის 13 მაისის №303/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 13.05.2015წ. ამავე გადაწყვეტილებით მიეცა სასადგურო ინდექსი 170XXX-174XXX გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ლიცენზიის მოქმედების ვადით;
13. შპს “მაკროკომი” ფლობს № 812 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს მიერ 18.05.99წ. მოქმედების ვადა 30.12.2008 წ. კომისიის 2003 წლის 30 მაისის №247/7 გადაწყვეტილებით მიეცა სასადგურო ინდექსი 498XXX-499XXX სარგებლობის ნებართვა ქ. თბილისში №812 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
14. შპს “მაქსტელი” ფლობს №1320 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ შპს “ულტრაკომუნიკაციებზე” კომისიის 2002 წლის 19 ივლისის №268/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 19.07.2012წ. ამავე გადაწყვეტილებით შპს “ულტრაკომუნიკაციებს” გამოეყო სასადგურო ინდექსი 170XXX-174XXX; კომისიის 2002 წლის 5 ნოემბრის №422/7 გადაწყვეტილებით №1320 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად განესაზღვრა 420XXX-424XXX;
შპს “ულტრაკომუნიკაციებმა” მიმართა კომისიას (წერილი №064, 07.11.2005 წ.) და წარმოადგინა ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება №890/006-5/4-1928-შპს, 25.10.2005წ. რომლის მიხედვით საზოგადოების რეორგანიზაციის (ნატურით გამოყოფის) საფუძველზე გამოეყო საწარმოო ერთეულები, მათ შორის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება, ლიცენზია №1320, რომელთა მფლობელი გახდა შპს “მაქსტელი” (რეგისტრირებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 მაისს, რეგისტრაციის №5/4-3952 ). აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შევიდა კომისიის უწყებრივ რეესტრში და №1320 ლიცენზიის მფლობელად გატარებულია შპს “მაქსტელი.”
15. შპს “მეტაკომი” ფლობს №1327 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2002 წლის 13 სექტემბრის №335/1 გადაწყვეტილებით. 2012 წლის 13 სექტემბრამდე. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო ნუმერაციის რესურსი სასადგურო ინდექსი 19 ქ.რუსთავში;
16. შპს “ჯორჯია ონლაინი” ფლობს №1300 ლიცენზიას, გაცემულია კომისიის 2002 წლის 11 იანვრის №10/1 გადაწყვეტილებით; მოქმედების ვადა 2012 წლის 11 იანვრამდე. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 207XXX, 208XXX, 209XXX ქ. თბილისში; კომისიის 2002 წლის 22 თებერვლის №64/7 გადაწყვეტილებით შპს „რუსთავი 2 ონლაინს” მიეცა ნებართვა ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნაცვლად მინიჭებული 207XXX, 208XXX, 209XXX ინდექსებისა, ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით: 200XXX, 201XX, 203XXX; კომისიის 2003 წლის 4 აპრილის №150/7 გადაწყვეტილებით შპს ”რუსთავი 2 ონლაინს”, რომელსაც N 1300 ლიცენზიით საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის გამოყოფილი ჰქონდა ინდექსი 200XXX-202XXX, მიეცა ნებართვა ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 203XXX; კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის №463/7 გადაწყვეტილებით შპს „ჯორჯია ონლაინს” მიეცა სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 204XXX-209XXX (სულ 6000 ნომერი) გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად N1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
17. შპს “სანეტი” ფლობს №1443 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2005 წლის 14 იანვრის №26/1 გადაწყვეტილებით; მოქმედების ვადა 2015 წლის 14 იანვრამდე. ამავე გადაწყვეტილებით მიეცა სასადგურო ინდექსი 970XXX-974XXX გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ლიცენზიის მოქმედების ვადით;
18. შპს “საქაერონავიგაცია” ფლობს №1333 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის №472/1 გადაწყვეტილებით. მოქმედების ვადა 2012 წლის 29 ნოემბრამდე ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო სასადგურო ინდექსი 947XXX ქ. თბილისში;
19. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” (სს “საქართველოს ელექტროკავშირს” თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის დადგენილებით და 16 ივნისის განჩინებით (№06/5-1) შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”) ფლობს №247 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს მიერ 14.03.97წ. მოქმედების ვადა 04.07.2005წ. კომისიის 2001 წლის 21 დეკემბრის №552 გადაწყვეტილებით სს “საქართველოს გაერთიანებული\\\\ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიეცა ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 247 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსით - ინდექსი - 10 (ათი) სარგებლობის ნებართვა. კომისიის 2003 წლის 4 ნოემბრის №565/7 გადაწყვეტილებით სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიეცა ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 247 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსით - 475XXX-დან 479XXX და 180XXX-დან 184XXX (სულ 10000 ნომერი) სარგებლობის ნებართვა. კომისიის 2003 წლის 30 მაისის №246/7 გადაწყვეტილებით მიეცა ნებართვა სასადგურო ინდექსების სარგებლობაზე :
1) აბაშა - კოდი 8 212 სასადგურო ინდექსი 9 XXXX;
2) ადიგენი - კოდი 8 266 სასადგურო ინდექსი 9 XXXX;
3) ასპინძა - კოდი 8 264 სასადგურო ინდექსი 9 XXXX;
4) ამბროლაური - კოდი 8 239 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
5) ახალციხე - კოდი 8 265 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
6) ახალგორი - კოდი 8 242 სასადგურო ინდექსი 3 XXXX;
7) ახალქალაქი - კოდი 8 262 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
8) ახმეტა - კოდი 8 249 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
9) ბაკურიანი - კოდი 8 26746 სასადგურო ინდექსი 2 XX, 3 XX;
10) ბორჯომი - კოდი 8 267 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
11) ბაღდადი - კოდი 8 234 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
12) ბოლნისი - კოდი 8 258 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
13) ვანი - კოდი 8 232 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
14) გორი - კოდი 8 270 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
15) გურჯაანი - კოდი 8 253 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
16) გარდაბანი - კოდი 8 272 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
17) დედოფლისწყარო - კოდი 8 256 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
18) დმანისი - კოდი 8 260 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
19) დუშეთი - კოდი 8 246 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
20) ზესტაფონი - კოდი 8 292 სასადგურო ინდექსი 5 XXXX;
21) ზუგდიდი - კოდი 8 215 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
22) ქუთაისი - კოდი 8 231 სასადგურო ინდექსი 3 XXXX, 5 XXXX, 6 XXXX;
23) ქარელი - კოდი 8 269 სასადგუროი ინდექსი 3 XXXX;
24) ყაზბეგი - კოდი 8 245 სასადგურო ინდექსი 5 XXXX;
25) კასპი - კოდი 8 271 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
26) ყვარელი - კოდი 8 252 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
27) ლაგოდეხი - კოდი 8 254 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
28) ლანჩხუთი - კოდი 8 210 სასადგურო ინდექსი 2 XXX;
29) ლენტეხი -კოდი 8 237 სასადგურო ინდექსი 9 XXXX;
30) მარნეული - კოდი 8 257 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
31) მარტვილი - კოდი 8 218 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
32) მესტია - კოდი 8 236 სასადგურო ინდექსი 2 XXX;
33) მცხეთა - კოდი 8 273 სასადგურო ინდექსი 2 XXX, 3 XXX;
34) ნინოწმინდა - კოდი 8 261 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
35) ოზურგეთი - კოდი 8 296 სასადგურო ინდექსი 6 XXXX;
36) ონი - კოდი 8 230 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
37) ფოთი - კოდი 8 293 სასადგურო ინდექსი 2 XXXX, 7 XXXX;
38) რუსთავი - კოდი 8 24 სასადგურო ინდექსი 12 XXXX, 14 XXXX;
39) სამტრედია - კოდი 8 211 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
40) საჩხერე - კოდი 8 235 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
41 ) სენაკი - კოდი 8 213 სასადგურო ინდექსი 2 XXXX, 7 XXXX;
42) საგარეჯო - კოდი 8 251 სასადგურო ინდექსი 4 XXXX;
43) სიღნაღი - კოდი 8 255 სასადგურო ინდექსი 3 XXXX, 4 XXXX;
44) სურამი - კოდი 8 262 სასადგურო ინდექსი 7 XXXX;
45) ტყიბული - კოდი 8 297 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
46) თელავი - კოდი 8 250 სასადგურო ინდექსი 3 XXXX, 7 XXXX;
47) თეთრი წყარო - კოდი 8 259 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
48) თიანეთი - კოდი 8 248 სასადგურო ინდექსი 9 XXXX;
49) თერჯოლა - კოდი 8 291 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
50) ხარაგაული - კოდი 8 233 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
51 ) ხაშური - კოდი 8 268 სასადგურო ინდექსი 4 XXXX;
52) ხონი - კოდი 8 295 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
53) წალკა - კოდი 8 263 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
54) წალენჯიხა - კოდი 8 216 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
55) წყალტუბო - კოდი 8 240 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
56) ცაგერი - კოდი 8 238 სასადგურო ინდექსი 2 XXX;
57) ჭიათურა - კოდი 8 279 სასადგურო ინდექსი 5 XXXX;
58) ჩოხატაური - კოდი 8 219 სასადგურო ინდექსი 2 XXX, 3 XXX;
59) ჩხოროწყუ - კოდი 8 217 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
60) ხობი - კოდი 8 214 სასადგურო ინდექსი 2 XXXX;
61 ) ველისციხე - კოდი 8 235 სასადგურო ინდექსი 3 XXXX;
62) თბილისი - სასადგურო ინდექსი 22, 23, 25, 29, 30, 31, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 51, 60, 61, 62, 63, 64, 66, 67, 68, 71, 72, 73, 74, 78, 91, 92, 93, 94, 95, 96, 98, 99;
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს “საქაერონავიგაცია” ქ. თბილისში ფლობს 94 ინდექსის ნაწილს - 947XXX კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის №472/1 გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” 94 ინდექსიდან უნდა განესაზღვროს 940XXX- 946XXX, 948XXX- 949XXX სარგებლობის უფლება.
სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №247 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2005 წლის 4 ივლისს. №14-1/60226, 06.06.05წ. წერილით სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მიმართა კომისიას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც კომპანიას მიეცემოდა კომისიის 2003 წლის 30 მაისის №246/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით. კომისია ვერ გაუგრძელებდა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” № 247 ლიცენზიას მოქმედების ვადას ავტორიზაციის და ლიცენზიის მოდიფიცირების გარეშე. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი მიღებული იქნა 2005 წლის 2 ივნისს, გამოქვეყნდა 2005 წლის 6 ივნისს, ანუ დაცულია ავტორიზაციის და ლიცენზიის მოდიფიცირების კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოდიფიცირდეს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №247 ლიცენზია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად და გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 10 წლით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 1 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო თუ ამ წლის განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, – იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს. კომისია აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონები გაიმართა 2006 წლის 2 ივნისს. სულ ჩატარებულია 8 აუქციონი 41,000.00 საბონენტო ნომერზე, აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 101, 325.00 ლარი. აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულმა 1000 ნომერზე შეადგინა 2,471.34 ლარი.
სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოქმედების ვადა უგრძელდება 1,069,200.00 სააბონენტო ნომერზე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გადახდილი უნდა იქნას 1,069.2 x 2,471.34= 2,642,356.72 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაორი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი ლარი და 72 თეთრი) ლარი. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ აგრეთვე გადახდილი უნდა იქნას სალიცენზიო მოსაკრებელი (3 000 ლარი).
20. შპს “საქართველოს რკინიგზის ტელეკომი” ფლობს №1420 ლიცენზიას, გაცემული კომისიის 2004 წლის 1 ოქტომბრის №511/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №614/7 გადაწყვეტილებით მიეცა ნებართვა სასადგურო ინდექსების სარგებლობაზე:
თბილისი 822 56 XXXX
ლანჩხუთი 8210 6 XXXX წყალტუბო 8240 6XXXX
სამტრედია 8211 6 XXXX ახალგორი 8242 6XXXX
აბაშა 8212 6 XXXX ცხინვალი 8244 6XXXX
სენაკი 8213 6 XXXX ყაზბეგი 8245 6XXXX
ხობი 8214 6 XXXX რუსთავი 824 56XXXX
ზუგდიდი 8215 6 XXXX დუშეთი 8246 6XXXX
წალენჯიხა 8216 6 XXXX თიანეთი 8248 6XXXX
ჩხოროწყუ 8217 6 XXXX ახმეტა 8249 6XXXX
მარტვილი 8218 6 XXXX თელავი 8250 6XXXX
ვანი 8232 6 XXXX საგარეჯო 8251 6XXXX
ხარაგაული 8233 6 XXXX ყვარელი 8252 6XXXX
ბაღდათი 8234 6 XXXX გურჯაანი 8253 6XXXX
საჩხერე 8235 6 XXXX ველისციხე 8253 6XXXX
ლენტეხი 8237 6 XXXX ლაგოდეხი 8254 6XXXX
ამბროლაური 8239 6 XXXX სიღნაღი 8255 6XXXX
წნორი 8255 6 XXXX ხაშური 8268 6XXXX
დედოფლისწყარო 8256 6 XXXX სურამი 8268 6XXXX
მარნეული 8257 6 XXXX ქარელი 8269 6XXXX
ბოლნისი 8258 6 XXXX გორი 8270 6XXXX
თეთრიწყარო 8259 6 XXXX კასპი 8271 6XXXX
დმანისი 8260 6 XXXX გარდაბანი 8272 6XXXX
ნინოწმინდა 8261 6 XXXX მცხეთა 8273 6XXXX
ახალქალაქი 8262 6 XXXX ჭიათურა 8279 6XXXX
წალკა 8263 6 XXXX თერჯოლა 8291 6XXXX
ასპინძა 8264 6 XXXX ზესტაფონი 8292 6XXXX
ახალციხე 8265 6 XXXX ფოთი 8293 6XXXX
ადიგენი 8266 6 XXXX ხონი 8295 6XXXX
ბორჯომი 8267 6 XXXX ოზურგეთი 8296 9XXXX
ბაკურიანი 8267 6 XXXX ტყიბული 8297 6XXXX
ბათუმი 88222 6 XXXX ქედა 88235 6XXXX
ქობულეთი 88236 9 XXXX ხულო 88238 6XXXX
შუახევი 88239 6XXXX
21. შპს “საქართველოს ტელეკომი” ფლობს №852 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს მიერ 15.03.99წ. მოქმედების ვადა 12.02.2009წ. კომისიის 2002 წლის 5 აპრილის №127/7 გადაწყვეტილებით მიეცა ნებართვა სასადგურო ინდექსის - 44 სარგებლობაზე ქ.თბილისში;
22. შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ფლობს №248 ლიცენზიას. №248 ლიცენზია გაცემულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 14.03.97 წ. მოქმედების ვადა 16.12.2006წ. კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის 698/7 გადაწყვეტილებით მიეცა ნებართვა სასადგურო ინდექსების 15, 17, 18 სარგებლობაზე ქ.რუსთავში N 248 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
23. შპს “სერვისი” ფლობს №1404 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2004 წლის 9 ივლისის №322/1 გადაწყვეტილებით; მოქმედების ვადა 09.07.2014წ. ამავე გადაწყვეტილებით მიეცა სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 485XXX- 486XXX გამოყენების ნებართვა ქ.თბილისში; კომისიის 2005 წლის 22 აპრილის №246/7 გადაწყვეტილებით მიეცა სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 487XXX გამოყენების ნებართვა ქ.თბილისში №1404 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
24. სს “ტელენეტი” ფლობს №1366 ლიცენზიას, რომელიც კომისიის მიერ გაცემულია შპს “ინფოკომზე” 2003 წლის 12 სექტემბერს №429/1 გადაწყვეტილებით. მოქმედების ვადა 12.09.2013წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო ნუმერაციის რესურსი ქ.თბილისში სასადგურო ინდექსი 505XXX-506XXX;
სს “ინფოკომს” კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს “ტელენეტი”;
კომისიის 2004 წლის 7 მაისის №212/7 გადაწყვეტილებით მიეცა სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 507XXX-509XXX გამოყენების ნებართვა ქ.თბილისში №1366 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
25. შპს “ტექნომედია” ფლობს №1349 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2003 წლის 16 მაისის №201/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 16.05.2013წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო ნუმერაციის რესურსი ქ.თბილისში სასადგურო ინდექსი 460XXX-464 XXX;
26. შპს “ჯეონეთი” ფლობს №1312 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2002 წლის 26 აპრილის №160/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 26.04.2012წ. ამავე გადაწყვეტილებით გამოეყო ნუმერაციის რესურსი ქ.თბილისში სასადგურო ინდექსი 470XXX-474 XXX ლიცენზიის მოქმედების ვადით;
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”რკინიგზის ტელეკომს” მინიჭებული აქვს სასადგურო ინდექსი 6-იანი ქ.ბათუმში და შუახევში 2004 წლის 12 ნოემბრის №614/7 გადაწყვეტილებით. იგივე ინდექსები აქვს მინიჭებული შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილებით, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც აღნიშნულმა კომპანიამ წარმოადგინა, როგორც ათვისებული სატელეფონო ინდექსები. შპს ”საქართველოს რკინიგზამ” 2006 წლის 15 მაისის № 060515-2 წერილით კომისიას აცნობა, რომ ქ.ბათუმში ითხოვს 6-იანი ინდექსის 2000 ნომრის შენარჩუნებას, ხოლო დაბა შუახევში ახალი ინდექსის გამოყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, შპს ”საქართველოს რკინიგზას” 6-იანი ინდექსიდან მიენიჭოს 2000 ნომერი (68XXX-69XXX), ხოლო შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” 8000 ნომერი (60XXX-67XXX). რაც შეეხება დაბა შუახევს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” უნდა შეუნარჩუნდეს 6-იანი ინდექსი, ხოლო შპს ”საქართველოს რკინიგზას” შეეცვალოს 6-იანი ინდექსი 9-იანი ინდექსით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “აჭარის ელექტროკავშირის” № 1449 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 33 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი:
ა.ა. ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 60XXX-67XXX, 7XXXX, 9XXXX;
ა.ბ. ქობულეთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 6XXXX;
ა.გ. ხულოს რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 7XXXX;
ა.დ. ქედის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 5XXXX;
ა.ე. ხელვაჩაურის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 4XXXX;
ა.ვ. შუახევის რაიონში 6XXXX.
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 28 იანვრამდე.
2. მოდიფიცირდეს შპს “ახალი ქსელების” №168 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 34 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 21, 245XXX-249XXX, 32, 33, 455XXX-459XXX, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2006 წლის 21 აგვისტომდე.
3. მოდიფიცირდეს შპს “ახტელის” №321 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 35 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 27, 28, 70, 75, 76, 77 და 79.
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 1 აგვისტომდე.
4. მოდიფიცირდეს სს “გლობალ ერთის” №1341 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 36 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 436XXX-439XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 14 თებერვლამდე.
5. მოდიფიცირდეს შპს “ვანექსის” №1286 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 37 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 240XXX-244XXX, 430XXX-435XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 9 ნოემბრამდე.
6. მოდიფიცირდეს შპს “ინფოტელის” №1344 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 38 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 190XXX-191XXX
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 18 აპრილამდე.
7. მოდიფიცირდეს სს “ინფოჯორჯია XXI”-ის №1361 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 39 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 490XXX-491XXX, 150XXX-151XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 27 ივნისამდე.
8. მოდიფიცირდეს შპს “კავკასიის ციფრული ქსელი CDN” –ის №1278 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 40 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 55;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 ივლისამდე.
9. მოდიფიცირდეს შპს “კავკასუს ნეტვორკი”-ს №1324 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 41 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 480XXX-484XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 9 აგვისტომდე.
10. მოდიფიცირდეს შპს “კაჭრეთის ახალი ქსელების” №1350 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 42 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: გურჯაანის რაიონის სოფ.კაჭრეთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 44XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 16 მაისამდე.
11. მოდიფიცირდეს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციების” №1395 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 43 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 425XXX-426XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 23 აპრილამდე;
12. მოდიფიცირდეს შპს “მაგთიკომის” №1472 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 44 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 170XXX-174XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 13 მაისამდე;
13. მოდიფიცირდეს შპს “მაკროკომის” №812 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 45 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 498XXX-499XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2008 წლის 30 დეკემბრამდე.
14. მოდიფიცირდეს შპს “მაქსტელის” №1320 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 46 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 420XXX-424XXX
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 19 ივლისამდე.
15. მოდიფიცირდეს შპს “მეტაკომის” №1327 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 47 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.რუსთავში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 19;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 13 სექტემბრამდე.
16. მოდიფიცირდეს შპს “რუსთავი 2 ონლაინის” №1300 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 48 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 20;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 11 იანვრამდე.
17. მოდიფიცირდეს შპს “სანეტის” №1443 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 49 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 970XXX-974XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 14 იანვრამდე.
18. მოდიფიცირდეს შპს “საქაერონავიგაციის” №1333 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 50 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 947XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 29 ნოემბრამდე.
19. მოდიფიცირდეს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №247 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 51 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი:
1. ქ.თბილისი- სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 10, 180XXX-184XXX, 22, 23, 25,
29, 30, 31, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 475XXX- 479XXX ,51, 60, 61, 62, 63, 64, 66, 67, 68, 71, 72, 73, 74, 78, 91, 92, 93, 940XXX- 946XXX, 948XXX- 949XXX, 95, 96, 98, 99;
2. აბაშა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 9 XXXX;
3. ადიგენი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 9 XXXX;
4. ასპინძა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 9 XXXX;
5. ამბროლაური - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
6. ახალციხე - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
7. ახალგორი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3 XXXX;
8. ახალქალაქი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
9. ახმეტა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
10. ბაკურიანი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XX, 3 XX;
11. ბორჯომი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
12. ბაღდადი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
13. ბოლნისი – სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
14. ვანი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
15. გორი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
16. გურჯაანი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
17. გარდაბანი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
18. დედოფლისწყარო - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
19. დმანისი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
20. დუშეთი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
21. ზესტაფონი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 5 XXXX;
22. ზუგდიდი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
23. ქუთაისი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3 XXXX, 5 XXXX, 6 XXXX;
24. ქარელი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3 XXXX;
25. ყაზბეგი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 5 XXXX;
26. კასპი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
27. ყვარელი – სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
28. ლაგოდეხი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
29. ლანჩხუთი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXX;
30. ლენტეხი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 9 XXXX;
31. მარნეული - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
32. მარტვილი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
33. მესტია - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
34. მცხეთა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX, 3 XXXX;
35. ნინოწმინდა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
36. ოზურგეთი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 6 XXXX;
37. ონი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
38. ფოთი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX, 7 XXXX;
39. რუსთავი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 12 XXXX, 14 XXXX;
40. სამტრედია - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
41. საჩხერე - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
42. სენაკი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX, 7 XXXX;
43. საგარეჯო - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 4 XXXX;
44. სიღნაღი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3 XXXX, 4 XXXX;
45. სურამი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 7 XXXX;
46. ტყიბული - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
47. თელავი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3 XXXX, 7 XXXX;
48. თეთრი წყარო - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
49. თიანეთი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 9 XXXX;
50. თერჯოლა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
51. ხარაგაული - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
52. ხაშური - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 4 XXXX;
53. ხონი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
54. წალკა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
55. წალენჯიხა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
56. წყალტუბო - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
57. ცაგერი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
58. ჭიათურა - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 5 XXXX;
59. ჩოხატაური - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX, 3 XXXX;
60. ჩხოროწყუ - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
61. ხობი - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2 XXXX;
62. ველისციხე - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3 XXXX;
ბ) გაუგრძელდეს N 51 ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 4 ივლისამდე;
გ) უზრუნველყოს სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,642,356.72 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაორი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი ლარი და 72 თეთრი) და სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე;
20. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,642,356.72 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაორი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი ლარი და 72 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (დიდუბე-ჩუღურეთი) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300023018
21. მოდიფიცირდეს შპს “საქართველოს რკინიგზის ტელეკომის” №1420 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 52 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი:
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.
22. მოდიფიცირდეს შპს “საქართველოს ტელეკომის” №852 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 53 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 44;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2009 წლის 12 თებერვლამდე.
23. მოდიფიცირდეს შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” №248 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 54 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.რუსთავში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსებები: 15, 17, 18;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2006 წლის 16 დეკემბრამდე.
24. მოდიფიცირდეს შპს “სერვისის” №1404 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 55 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 485XXX- 487XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 9 ივლისამდე.
25. მოდიფიცირდეს სს “ტელენეტის” №1366 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 56 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 505XXX -509XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 12 სექტემბრამდე.
26. მოდიფიცირდეს შპს “ტექნომედიას” №1349 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 57 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 460XXX-464 XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 16 მაისამდე.
27. მოდიფიცირდეს შპს “ჯეონეთის” №1312 ლიცენზია და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”, ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 58 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 470XXX-474 XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2012 წლის 26 აპრილამდე.
28. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
29. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
30. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
