წვდომის მენიუ

ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შ

ნომერი: 238 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2006

მიღების თარიღი ივნისი 02, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” 1999 წლის 23 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად კომისია გასცემდა საკომუნიკაციო სფეროში მომსახურების: ფიჭური სატელეფონო კავშირით,  პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით  მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიებს. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საკომუნიკაციო სფეროში მომსახურება აღარ ლიცენზირდება და ექვემდებარება ავტორიზაციას. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის რესურსით სარგებლობის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით, აგრეთვე მათი საქმიანობის ავტომატურ ავტორიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ის ლიცენზიები, რომლებიც მფლობელს ანიჭებს სიხშირული რესურსის გამოყენების უფლებას, უნდა მოდიფიცირდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, ხოლო ლიცენზიები, რომლებიც ერთდროულად მოიცავს  სიხშირული და ნუმერაციის რესურსის გამოყენების უფლებას, უნდა გაიყოს ორ ლიცენზიად: რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიებად.

კომისია აღნიშნავს, რომ ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიებს, რომელიც სიხშირული რესურსის გამოყენების უფლებასთან ერთად ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას, ფლობენ:

1. შპს “მაგთიკომი”:

ა) №153 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 10.07.96 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10.07.2006 წ.  2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით ლიცენზია მოდიფიცირდა და  ლიცენზიის საგანია: საქართველოს ტერიტორიაზე ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 905-915 და 891,8-895,0  მჰც (გადაცემაზე), 950-960  და 936,8-940,0 მჰც (მიღებაზე)  სიხშირულ დიაპაზონში. ნუმერაციის რესურსი: კოდი მობილურ ქსელში შესაღწევად 899;

ბ) №958 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 14.05.1999 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 12.05.2009 წ. 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით ლიცენზია მოდიფიცირდა და  ლიცენზიის საგანია: ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურება 1760-1775 მჰც (მიღებაზე) და 1855-1870 მჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო კომისიის 2004 წლის 29 ოქტომბრის №575/7 გადაწყვეტილებით შპს ”მაგთიკომს” მიეცა ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად N 958 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნუმერაციის რესურსით    8-98 (რვა-ცხრა-რვა) სარგებლობის ნებართვა;

2. შპს “ჯეოსელი”:

            ა) №261 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 02.04.97 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 02.04.2007წ. 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით ლიცენზია მოდიფიცირდა და  ლიცენზიის საგანია: საქართველოს ტერიტორიაზე ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 895-905 მჰც და 940-950 მჰც სიხშირულ დიაპაზონში; ნუმერაციის რესურსი:  კოდი მობილურ ქსელში შესაღწევად 877;

 ბ) №1139 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 16.08.1999 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 03.08.2009 წ. 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით ლიცენზია მოდიფიცირდა და  ლიცენზიის საგანია: ფიჭური სატელეფონი ქსელით მომსახურება 890-891,8 მჰც (მიღებაზე) და 935-936,8 მჰც (გადაცემაზე), 1710-1725 მჰც (მიღებაზე) და 1805-1820 მჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში; ნუმერაციის რესურსი: მობილურ  ქსელში შეღწევადობის კოდი 8-93;

 3. შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”:

            ა) №547 ლიცენზიას,  რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 20.05.1998 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 29.04.2008წ. 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით ლიცენზია მოდიფიცირდა და  ლიცენზიის საგანია: უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება 1880-1900 მჰც, 1900-1910 მჰც და 1920-1930 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის გარდა);

ბ) №741 ლიცენზიას,  რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 16.09.1998 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 16.09.2008 წ. 2001 წლის 11 მაისის №286/11 გადაწყვეტილებით ლიცენზია მოდიფიცირდა და  ლიცენზიის საგანია: ქ. თბილისში უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება 1890-1900 მჰც (მიღებაზე) და 1920-1930 მჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში;

კომისია აღნიშნავს, რომ №547 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსი და სამოქმედო არეალი  მოიცავდა  №741 ლიცენზით გათვალისწინებულ სიხშირულ რესურსს და სამოქმედო არეალს, ამასთან  იდენტურია ლიცენზიის სახე და სახეობა და ლიცენზიის საგნით გათვალისწინებული მომსახურება. კომისიას მიაჩნია, რომ №547 და  №741 ლიცენზიების საფუძველზე უნდა გაიცეს ერთი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.

      კომისიის 2004 წლის 4 ივნისის № 266/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2001 წლის 11 მაისის კომისიის №286/11 გადაწყვეტილებაში და №547 ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება 1880-1900 მჰც, 1900-1910 მჰც და  1974.375-1979.375 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა); 2004 წლის 17 დეკემბრის კომისიის №693/7 გადაწყვეტილებით შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს მიეცა ნებართვა მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად N547 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 450XXX-454XXX;

     კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ფიჭური სატელეფონო კავშირით,  პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით  მომსახურების,  მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიებს, რომლებშიც გათავლისწინებულია სიხშირული რესურსის გამოყენების უფლება, ფლობენ:

1.  შპს “ჯეოსელი” №1365 ლიცენზიას,  რომელიც გაცემულია კომისიის №404/1, 13.08.2003 წ. გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადაა 13.08.2013წ. ლიცენზიის საგანია: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 1725,1-1740 მჰც და 1820,1-1835 მჰც სიხშირის გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

2. შპს “სუპერპეიჯი” №1338 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია 2003 წლის 17 იანვრის კომისიის №23/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 24.01.2013 წ. ლიცენზიის საგანია: პეიჯინგური კავშირით მომსახურება 150.950 მჰც სიხშირისა და 300 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში;

3. შპს “საქართველოს თრანქული სისტემა” №703 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 08.04.1998 წელს, 2002 წლის 14 ივნისის კომისიის №221/6 გადაწყვეტილებით ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 29.07.2012წ. აღნიშნული ლიცენზიის საგანია: თრანქული სატელეფონო ქსელის ექსპლოატაცია შემდეგი სიხშირეების გამოყენებით: 410,300; 410,500; 410,700; 410,900; 411,300; 411,500; 411,700; 411,900; 412,100; 412,300; 412,500; 420,300; 420,500; 420,700; 420,900; 421,100; 421,300; 421,500; 421,700; 421,900; 422,100; 422,300; 422,500 მჰც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

4. შპს “ტექნო-მედია” №1396 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 16.04.2004 წლის №184/1 გადაწყვეტილებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა: 16.04.2014წ. აღნიშნული ლიცენზიის საგანია მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება ქ. თბილისში - 3930 მჰც, 4030 მჰც, 4110 მჰც და 4190 მჰც, ქ. ქუთაისში - 3930 მჰც სიხშირითა და 1 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  შპს მაგთიკომის №153 ლიცენზია გაყოფილ იქნეს ორ ლიცენზიად:  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია:

ა)  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი F 15  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: 905-915 მჰც, 891,8-895,0 მჰც, 950-960 მჰც, 936,8-940,0 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ა.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.07.2006 წ.

ა.გ. ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №153 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი  N 59  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ბ.ა. ნუმერაციის რესურსი 8-9-9 (რვა-ცხრა-ცხრა);

ბ.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.07.2006 წ;

2. შპს ”მაგთიკომის”  №958 ლიცენზია გაყოფილ იქნეს ორ ლიცენზიად:  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი F 16 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: 1760-1775 მჰც, 1855-1870 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ა.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.05.2009 წ;

ა.გ. ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №958 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი  N 60  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 8-9-8 (რვა-ცხრა-რვა);

ბ.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.05.2009 წ;

3. შპს ”ჯეოსელი”-ს №261 ლიცენზია გაყოფილ იქნეს ორ ლიცენზიად:  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი F 17  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: 895-905 მჰც, 940-950 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ა.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 02.04.2007 წ;

ა.გ. ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №261 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი  N 61  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი);

ბ.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.04.2007 წ;

4. შპს ”ჯეოსელი”-ს №1139 ლიცენზია გაყოფილ იქნეს ორ ლიცენზიად:  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი F 18  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: 890-891,8 მჰც, 935-936,8 მჰც, 1710-1725 მჰც, 1805-1820 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ა.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 03.08.2009 წ ;

ა.გ. ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №1139 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი  N 62  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 8-9-3 (რვა-ცხრა-სამი);

ბ.ბ.  ლიცენზიის მოქმედების ვადა 03.08.2009 წ ;

5. შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს 547 და №741 ლიცენზიები მოდიფიცირდეს ორ ლიცენზიად: რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი F 19  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: 1880-1900 მჰც, 1900-1910 მჰც,  1974.375-1979.375 მჰც  საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა);

ა.ბ. გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

ა.გ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 29.04.2008 წ;

ა.დ. ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №547 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი  N 63  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 450XXX-454XXX;

ბ.ბ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 29.04.2008 წ ;

6. მოდიფიცირდეს შპს “ჯეოსელი №1365 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს  № F  20  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1725,1-1740 მჰც და 1820,1-1835 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 13.08.2013 წ ;

გ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს  №404/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;

დ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №1365 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

7. მოდიფიცირდეს შპს “სუპერპეიჯი1338 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს  № F  21  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) რადიოსიხშირე: 150.950 მჰც  ქ. თბილისში;

ბ)გადამცემის სიმძლავრე - 300 ვატი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 24.01.2013 წ;

დ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 17 იანვრის №23/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;

ე) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირე „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №1338 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

8. მოდიფიცირდეს შპს “საქართველოს თრანქული სისტემის703 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს  № F 22  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) რადიოსიხშირეები: 410,300; 410,500; 410,700; 410,900; 411,300; 411,500; 411,700; 411,900; 412,100; 412,300; 412,500; 420,300; 420,500; 420,700; 420,900; 421,100; 421,300; 421,500; 421,700; 421,900; 422,100; 422,300; 422,500 საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 29.07.2012 წ;

გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №703 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

9. მოდიფიცირდეს შპს “ტექნო-მედია1396 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს  № F  23  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) რადიოსიხშირეები: ქ. თბილისში - 3930 მჰც, 4030 მჰც, 4110 მჰც და 4190 მჰც, ქ. ქუთაისში - 3930 მჰც  რადიოსარელეო კავშირისათვის;

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 16.04.2014 წ;

დ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №1386 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

10. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო  და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს(ე.ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

11.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა.

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:           დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                       გ. ფრუიძე

                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები