წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 240 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006

მიღების თარიღი ივნისი 09, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 9 ივნისის კომისიის N 36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2006 წლის 9 ივნისის N 36 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ტელერადიოკომპანია ”მწვანე ტალღა”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.    თ. ძაგნიძე);

ბ) შპს ”ტელეკომინვესტ საქართველოსთვის” ლიცენზიის გაცემის შესახებ  (მომხს.  ე. ასანიძე).

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 9 ივნისის N 36  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).       

              კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

                         კომისიის წევრები:                                                   გ. ფრუიძე

                                                                                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები