წვდომის მენიუ

შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესხებ

ნომერი: 241 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2006

მიღების თარიღი ივნისი 09, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ, აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესრულებას.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2006 წლის 1 მაისს კომისიის მიერ განხორციელდა ავტორიზებული პირის შპს “აიეტის”, (ავტორიზაციის № 67/1 საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა) საქმიანობის მონიტორინგი -  მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა შემოწმების აქტი.

შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 1 მაისს 16:20 სთ-ზე, შპს “აიეტის” ოფისში, განთავსებული ქუჩიშვილის ქ. №6 მითითებულია, რომ შპს “აიეტი” ახორციელებს 49 არხის რეტრანსლირებას; აღნიშნული დაადასტურეს შპს “აიეტის” წარმომადგენელმა, პროგარამების მენეჯერმა ნანა ნამორაძემ და იურისტმა სოფო ნემსაძემ. 

     შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს “აიეტი” ახორციელებს არხების: “Mир”, “НТВ+СПОРТ”, “НТВ+премиера”, “НТВ+киноклуб-ის რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ სკითხთა სამსახურს.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “აიეტი” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას.

        “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე.

    ადმინისრაციული წარმოების პროცესში შპს “აიეტის” მიერ კომისიაში სრულად იქნა წარმოდგენილ შემოწმების აქტში მითითებულ არხებზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მოსაზრებით საფუძველია შპს “აიეტის” მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმობის შეწყვეტისა.

    ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა)  ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე                                                                                             

                                                                                              ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები