წვდომის მენიუ

სს „საქართველოს ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 243 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2006

მიღების თარიღი ივნისი 09, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ბანკმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (N 19/1941, 17.05.06.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.   სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

      “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტების, 29-ე მუხლის შესაბამისად,    კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სს „საქართველოს ბანკს“ ერთი წლის ვადით ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.   კომერციულ საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს სს „საქართველოს ბანკისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „საქართველოს ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

          კომისიის   თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები