წვდომის მენიუ

შპს “ელეგანსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 247 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2006

მიღების თარიღი ივნისი 09, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ელეგანსმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 5 მაისის N 526/021-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსების გამოძახების სერვისისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ელეგანსს” 147.775 მგჰც და 152.775 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ელეგანსისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ელეგანსისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

             კომისიის   თავმჯდომარე                            დ. ქიტოშვილი        

            კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                             ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები