წვდომის მენიუ

შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 248 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006

მიღების თარიღი ივნისი 09, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღამ“, რომელიც  ლიცენზიის   (№1446, ვადა21.01.2015) პირობების შესაბამისად ახორციელებს რადიომაუწყებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის 101.5 მგჰც სიხშირეზე ქ. ბათუმში, კომისიას მიმართა განცხადებით (№18,05.2006-02,18.05.2006)   მონაკვეთზე სტუდიიდან (ჟორდანიას ქ. №17)  მწვანე კონცხის სატელევიზიო ანძამდე, რადიომაუწყებლობის სიგნალის ორივე მიმართულებით მისაწოდებლად, რადიოსარელეო  სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

    სიხშირეები განსაზღვრულია ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღას“   10312 მჰც სიხშირე დაკავებული ზოლით  ± 7 მჰც  ქ.ბათუმში  რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (ჟორდანიას ქ. №17) – მწვანე კონცხის ანძამდე და სიხშირე 10508 მჰც დაკავებული ზოლით ± 7 მჰც – ანძიდან სტუდიამდე,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით  ლიცენზიის მოქმედების  ვადით;

2.  მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღას“,   395.5 მჰც სიხშირე დაკავებული ზოლით ± 0.250 მჰც, ქ.ბათუმში  რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (ჟორდანიას ქ. №17) – მწვანე კონცხის ანძამდე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში  აღნიშნული რადიოსარელეო ხაზის ტექნიკურ გამართვამდე,   ერთი წლის ვადით;

3. აღირიცხოს შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღისთვის“    მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( ა. დაბრუნდაშვილი);

4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია “მწვანე ტალღისთვის“    სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

     კომისიის    თავმჯდომარე                                             დ. ქიტოშვილი

    კომისიის     წევრი                                                           გ.ფრუიძე

    კომისიის      წევრი                                                          ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები