წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 249 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006

მიღების თარიღი ივნისი 09, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 23 მაისის №210/10 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომინვესტ საქართველოს“ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

შპს „ტელეკომინვესტ საქართველომ“ 2006 წლის 8 ივნისს კომისიაში წარმოადგინა საგადასახადო დავალება, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 30% -  (5,604,321.6 (ხუთი მილიონ ექვსას ოთხი ათას სამას ოცდაერთი ლარი და 60 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 849,139,20 (რვაას ორმოცდაცხრა ათას ას ოცდაცხრამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი ანუ 4,755,182.40 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდაორი ლარი და 40 თეთრი).

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F24 ლიცენზია შპს “ტელეკომინვესტი საქართველოს” მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით ;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის  - 13,076,750.4 ლარი (ცამეტი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 13,076,750.4 ლარი (ცამეტი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1,089,729.20 ლარი     -   2006 წლის 9 ივლისამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2006 წლის 9 აგვისტომდე;

1,089,729.20 ლარი     -   2006 წლის 9 სექტემბრამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2006 წლის 9 ოქტომბრამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2006 წლის 9 ნოემბრამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2006 წლის 9 დეკემბრამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2007 წლის 9 იანვრამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2007 წლის 9 თებერვლამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2007 წლის 9 მარტამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2007 წლის 9 აპრილამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2007 წლის 9 მაისამდე;

1,089,729.20 ლარი     -   2007 წლის 9 ივნისამდე;

4. უზრუნველყოს შპს ”ტელეკომინვესტი საქართველომ”:   

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

3. ამ გადაწყვეტილების მიზნებისათვის საქართველოს რეგიონები განისაზღვრება:

ა) რეგიონი 1: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ბ) რეგიონი 2: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

გ) რეგიონი 3: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;

დ) რეგიონი 4: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;

ე) რეგიონი 5: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;

ვ) რეგიონი 6: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

ზ) რეგიონი 7: ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;

თ) რეგიონი 8:  ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები;

ი) რეგიონი 9: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

კ) რეგიონი 10: ქ. თბილისი.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     გ. ფრუიძე

                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები