საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2006
მიღების თარიღი ივნისი 16, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47\\\'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“NIKO NIKOLADZE”, “FENG YUAN”, “SVYATOY MATVEY” და “MANYAS-1”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0761 |
Poti Sea Oirt Ltd |
“NIKO NIKOLADZE” |
4LZN |
213 575 000 |
- |
|
2 |
0777 |
Fuan Shipping Co., Ltd |
“FENG YUAN” |
4LZM |
213 576 000 |
- |
|
3 |
0778 |
Manati Navigation S.A. |
“SVYATOY MATVEY” |
4LZO |
213 578 000 |
69 321 |
|
4 |
0782 |
Anchor Navigation Ltd |
“MANYAS-1” |
4LZS |
213 579000 |
- |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
