შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2006
მიღების თარიღი ივნისი 16, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “შავი ზღვის ტერმინალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის N 5/4-976 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 1056; 24.05.06) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობისთვის მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “შავი ზღვის ტერმინალს” ქ. ფოთის და ქ. ბათუმის ტერიტორიებზე სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
