წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისსტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

ნომერი: 257 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006

მიღების თარიღი ივნისი 16, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ერონული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ   2005 წლიდან ამოქმედდა ”მაუწყებლობის შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონები, რომლებმაც ჩაანაცვლა ძალადაკარგული  ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონი. ახალმა კანონმდებლობამ არსებითად შეცვალა კომისიის ფუნქციები, რაც აისახა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლებში.

აღნიშნული გარემოება განაპირობებს ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებაში შესწორებების შეტანას, აგრეთვე კომისიის აპარატის სტრუქტურულ რეორგანიზაციას,

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ იხელმძღვანელა რა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, ”საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 34-ე, 422-ე,   423-ე მუხლებით,

გადაწყვიტა:

1. შეიქმნას კომისიის აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გ. ფრუიძე - კომისიის წევრი (თავმჯდომარე);

ბ)  ი. ხარებავა - აპარატის ადმინისტრაციის უფროსი;

გ) კ. ყურაშვილი -  სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი;

დ) ე. ასანიძე - სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახ. უფროსი;

ე) გ. ბუთბაია - სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი;

ვ) ს. შავგულიძე - სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამს. უფროსი.

2. დაევალოს პროექტის შემმუშავებელ კომისიას 2 კვირის ვადაში აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის წარმოდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია) პერსონალურად აცნობოს კომისიის აპარატის ყველა მუშაკს კომისიის აპარატის  სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ”საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 422-ე მუხლის შესაბამისად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია), ”საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად აცნობოს შრომითი მოწყობის ორგანოს კომისიის აპარატის მუშაკთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მითითებით;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის წევრს  (გ. ფრუიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                 დ. ქიტოშვილი

          კომისიის წევრები:                                                გ. ფრუიძე

                                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები