წვდომის მენიუ

ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელების ავტომატური ავტორიზაციის შესახებ

ნომერი: 258 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივნისი 16, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიაში ავტორიზაცია გაიარა ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების,  მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელმა პირებმა. დარჩენილია რიგი კომპანიები, რომლებსაც არ გაუვლიათ ავტორიზაცია, კერძოდ:

ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიები: შპს ”ინფოტელი”, შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელები”, შპს ”მაგთიკომი”, ” შპს ”სანეტი”, შპს ”საქაერონავიგაცია”,  შპს ”ჯეონეთი”,  შპს ”მაქსტელი”;

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიები:   შპს ”მაქსტელი” , შპს ”ჯეოტელი”, შპს ”ჯეონეთი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს ”ინფოტელი”;

მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიები: შპს ”მაგთიკომი”, შპს ”სანეტი”, შპს ”ინფოტელი”, შპს ”ჯეონეთი”;

საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიები: შპს ”დაკა”, ინდ. საწარმო ”ივანე ხეიძე”,  შპს ”ა+ბ”, ინდ. საწარმო ”გიორგი კოღუაშვილი”, ინდ. საწარმო ”კოსმოსი” , ინდ. საწარმო ”ლალი ხახანაშვილი ”მეტეხი”, შპს ”ივერთმედია”, შპს ”ერა”, ინდ. საწარმო ”მიხეილ კიკნაძე წყნეთი TV”, ინდ. საწარმო ”ოთარ ჩიხლაძე”, ინდ. საწარმო ”ილო ლაბაძე”, შპს ”რიკა”,  ინდ. საწარმო ”კონსტანტინე ასათიანი”, ინდ. საწარმო ”თინათინ კვატაშიძე”, შპს ”ფარაონი”, შპს ”ბეტა ტვ”, შპს ”რეალკომი”, ინდ. საწარმო ”მამუკა ლეკიშვილი”, ინდ. საწარმო ”ემზარ ზოიძე”,  შპს ”იმერსატი”, ინდ. საწარმო ”ილონა ვაჩეიშვილი”, შპს ”მიკრომედია XXI”, ინდ. საწარმო ”შაქრო ხუხია ატლანტიდა ტვ”; 

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული პირების ავტომატური ავტორიზაცია და მომსახურების სახეებად განესაზღვროთ საკომუნიკაციო მომსახურების ის სახეები, რასაც კომპანიები ახორციელებენ  მათი კუთვნილი ლიცენზიების საფუძველზე. კერძოდ:

- ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

- საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

- საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

- ინტერნეტით მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

-  მაუწყებლობის ტრანზიტი კაბელით - მომსახურების მიწოდება;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიის მფლობელი შემდეგი კომპანიების ავტომატური ავტორიზაცია:

ა) შპს ”ინფოტელი”;                                                                     

ბ) შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელები”;

გ) შპს ”მაგთიკომი”

დ) შპს ”სანეტი”;

ე) შპს ”საქაერონავიგაცია”;

ვ) შპს ”ჯეონეთი”; 

ზ) შპს ”მაქსტელი”;

მომსახურების სახედ განისაზღვროს:

 - ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

2. განხორციელდეს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიის მფლობელი შემდეგი კომპანიების ავტომატური ავტორიზაცია:  

ა) შპს ”მაქსტელი” ;

ბ) შპს ”ჯეოტელი” ;

გ) შპს ”ჯეონეთი”

დ) შპს ”მაგთიკომი”;

ე)  შპს ”ინფოტელი”;

მომსახურების სახედ განისაზღვროს:

- საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

- საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება- მომსახურების მიწოდება;

3. განხორციელდეს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების ლიცენზიის მფლობელი შემდეგი კომპანიების ავტომატური ავტორიზაცია:

ა) შპს ”მაგთიკომი”;

ბ) შპს ”სანეტი”;

გ) შპს ”ინფოტელი”

დ) შპს ”ჯეონეთი”;

მომსახურების სახედ განისაზრვროს:

- ინტერნეტით მომსახურება - მომსახურების მიწოდება;

            4. განხორციელდეს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შემდეგი კომპანიების ავტომატური ავტორიზაცია:

ა) შპს ”დაკა”;

ბ) ინდ. საწარმო ”ივანე ხეიძე”;

გ) შპს ”ა+ბ”;

დ) ინდ. საწარმო ”გიორგი კოღუაშვილი”;

ე) ინდ.საწარმო ”კოსმოსი”;

ვ) ინდ. საწარმო ”ლალი ხახანაშვილი ”მეტეხი” ;

ზ) შპს ”ივერთმედია”;

თ) შპს ”ერა”;

ი) ინდ. საწარმო ”მიხეილ კიკნაძე წყნეთი TV;

კ) ინდ. საწარმო ”ოთარ ჩიხლაძე”;

ლ) ინდ. საწარმო ”ილო ლაბაძე;

მ) შპს ”რიკა;

ნ) ინდ. საწარმო ”კონსტანტინე ასათიანი”;

ო) ინდ. საწარმო ”თინათინ კვატაშიძე”;

პ) შპს ”ფარაონი”;

ჟ) შპს ”ბეტა ტვ”;

რ)  შპს ”რეალკომი”,

ს) ინდ. საწარმო ”მამუკა ლეკიშვილი”;

ტ) ინდ. საწარმო ”ემზარ ზოიძე”;

უ) შპს ”იმერსატი”;

ფ) ინდ. საწარმო  ”ილონა ვაჩეიშვილი”;

ქ) შპს ”მიკრომედია XXI ”;

ღ) ინდ. საწარმო  ”შაქრო ხუხია ატლანტიდა ტვ”;

მომსახურების სახედ განისაზღვროს:

მაუწყებლობის ტრანზიტი კაბელით - მომსახურების მიწოდება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) ავტორიზაციის მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

6. ეცნობოთ  გადაწყვეტილების პირველ, მე-2, მე-3 და მე-4  პუნქტებში აღნიშნულ პირებს ამ გადაწყვეტილების მიღების შესახებ;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის  თავმჯდომარე:                            დ.ქიტოშვილი

წევრები: გ.ფრუიძე

             ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები