საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი ივნისი 16, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 16 ივნისის კომისიის N 37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 16 ივნისის N 37 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს „ტვ ერა”-ს გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) შპს ”ტელეკომინვესტი საქართველო”-სა და შპს ”ჯეოსელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მფლობელების ავტომატური ავტორიზაციის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 16 ივნისის N 37 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
