წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 26 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 20, 2006

 

 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/2814, 30.11.05; № UMS-50/2823, 30.11.05; № UMS-50/2716, 16.11.05; № UMS-50/2885, 30.11.05; № UMS-50/2871, 30.11.05. და № UMS-50/2863, 30.11.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე       (№ UMS-50/2814, 30.11.05; № UMS-50/2823, 30.11.05; № UMS-50/2716, 16.11.05; № UMS-50/2885, 30.11.05; № UMS-50/2871, 30.11.05. და № UMS-50/2863, 30.11.05. წერილების   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;    

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

 

 

კომისიის წევრი                                                                დ. პატარაია

 

 

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები