რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N 166/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2006
მიღების თარიღი ივნისი 23, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია) აღნიშნავს, 2006 წლის 20 აპრილის №166/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით (40.500-40.985 გჰც, 42.000-42.485 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა - 2006 წლის 23 ივნისს 13:00 საათი.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებით არცერთ ლიცენზიის მაძიებელს არ მოუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს 2006 წლის 20 აპრილის №166/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით (40.500-40.985 გჰც, 42.000-42.485 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
