წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2006 წლის20 აპრილის N 165/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 261 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2006

მიღების თარიღი ივნისი 23, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია) აღნიშნავს, 2006 წლის 20 აპრილის N165/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით (27.8425-27.8985 გჰც, 28.8505-28.9065 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურებისათვის  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა - 2006 წლის 23 ივნისს 14:00 საათი.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებით არცერთ ლიცენზიის მაძიებელს  არ მოუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს 2006 წლის 20 აპრილის N165/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით (27.8425-27.8985 გჰც, 28.8505-28.9065 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურებისათვის  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                     გ. ფრუიძე

                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები