წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 262 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2006

მიღების თარიღი ივნისი 23, 2006

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 23 ივნისის კომისიის N 40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2006 წლის 23 ივნისის N 40 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-10 საკითხი (შპს „ტვ ერა”-ს გაფრთხილების თაობაზე) მ/წლის 30 ივნისის № 42 სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს ”ტვ ერას” მომართვის საფუძველზე;

2. კომისიის 2006 წლის 23 ივნისის N 40 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”საქართველოს სატელეფონო კომპანია GTC”-ის, სს ”ეგრისის”, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, სს ”გლობალ ერთის”, შპს ”საქართველოს ტელეკომის”, შპს ”სანეტის” ადმინისტრაციული საჩივრის მიღებისა და განხილვაზე უარის თქმის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);

გ) ”ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის № 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. კ. ყურაშვილი).

3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 23 ივნისის N 40  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

             კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

                        კომისიის წევრები:                                            გ. ფრუიძე

                                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები