წვდომის მენიუ

შპს “მეღვინეობის რაინდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 264 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2006

მიღების თარიღი ივნისი 23, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “მეღვინეობის რაინდმა” (რეგისტრირებული ქ. თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 მარტის N 149/037/18/5/ბ-123-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით (15.05.06) საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარელის, თელავის და ახმეტის რაიონებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “მეღვინეობის რაინდს” 151.475 მგჰც, 157.175 მგჰც  და 150.225 მგჰც სიხშირეები  საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარელის, თელავის და ახმეტის რაიონებში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “მეღვინეობის რაინდისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “მეღვინეობის რაინდისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის   თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები