წვდომის მენიუ

ი/მ “გიორგი კარლაევისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 265 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2006

მიღების თარიღი ივნისი 23, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “გიორგი კარლაევმა” (რეგისტრირებული წყალტუბოს რ-ლი საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 10 ივნისს, საიდენტიფიკაციო N 121293199) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსების გამოძახების სერვისისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/მ “გიორგი კარლაევს” 155.500 მგჰც და 161.600 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/მ “გიორგი კარლაევისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “გიორგი კარლაევისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

             კომისიის   თავმჯდომარე                            დ. ქიტოშვილი        

            კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                             ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები